გალათასარაის შემტევმა, რაფაელ ლეაუმ, ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავი ოქროს ბურთს მოიგებს.
ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონამ თურქული კლუბი 4:1 დაამარცხა, იამალმა კი ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„იმედი მაქვს, ლამინ იამალი ოქროს ბურთს მოიგებს და ბარსასთან ერთად დიდ ტიტულებსაც დაეუფლება. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
მას ძალიან ვაფასებ როგორც ფეხბურთელს და როგორც ადამიანს. ძალიან თავმდაბალია.
მის გვერდით ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ გამორჩეულ კლუბში, რომელსაც მეც დიდ პატივს ვცემ“, - თქვა ლეაუმ ბარსელონასთან გუშინდელი (1:4) მატჩის შემდეგ.