• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იოჰანესბურგიდან მეხიკომდე - გილერმო ოჩოას ისტორია
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

იოჰანესბურგიდან მეხიკომდე - გილერმო ოჩოას ისტორია

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2010 წლის 11 ივნისს, აფრიკის კონტინენტზე გამართულმა პირველმა მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. იოჰანესბურგში, სოქერ სითი სთედიუმზე, სამხრეთ აფრიკამ მექსიკას უმასპინძლა. ვუვუზელას გამაყრუებელ ხმაში პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია.


მატჩის 55-ე წუთზე კი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი გავიდა - სიფივე შაბალალას გასროლა ცხრიანში, იკონური ცეკვა გვერდით ხაზთან და ლეგენდარული პიტერ დრურის სიტყვები:


გოლ ბაფანა ბაფანა! გოლი სამხრეთ აფრიკისთვის, გოლი მთლიანი აფრიკისთვის


სიფივე შაბალალა და სამხრეთ აფრიკელები აღნიშნავენ მექსიკის კარში გატანილ გოლს. 2010 წლის მუნდიალის გახსნითი მატჩი.


მართალია გილერმო ოჩოასთვის აფრიკული ვოიაჟი მისი მეორე მუნდიალი იყო, მაგრამ როგორც გერმანიაში, სამხრეთ აფრიკაშიც სათადარიგო კიპერის რანგში იყო ჩასული - მექსიკელთა კარს ოსკარ პერესი იცავდა. გახსნით მატჩში ანგარიში მატჩის ბოლოს რაფა მარკესმა გაათანაბრა.


მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა ჯგუფის ბოლო შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხეს, ბაფანა ბაფანას ოთხი ქულა ჯგუფიდან გასასვლელად არ ეყო - უკეთესი ბურთების შეფარდების ხარჯზე, მეორე ადგილი მექსიკელებმა დაიკავეს. მუნდიალი არც სამფერებისთვის გაგრძელდა დიდხანს - ხავიერ აგირეს შეგირდები მერვედფინალში არგენტინასთან დამარცხდნენ.


მესამე მუნდიალზე გილერმო ოჩოას ოცნება ახდა - მიგელ ერერამ 28 წლის კიპერს ნდობა გამოუცხადა. მთავარი მწვრთნელი არც “მემომ” დააღალატა. მექსიკამ პირველი მატჩი კამერუნს მოუგო, მეორე ტურის მატჩში კი ბრაზილასთან დაზავდა - სწორედ აქ გაიცნო მსოფლიომ მუნდიალის თილისმად ქცეული გილერმო ოჩოა. ბრაზილიელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, მექსიკელთა კარში გოლი არ გავიდა - ოჩოა იგერიებდა ყველაფერს, რაც მისი კარისკენ მიდიოდა. 


ოჩოა იგერიებს ნეიმარის თავურს. ბრაზილია 0:0 მექსიკა. 2014.



ნეიმარის თავურის შემდეგ ოჩოას სეივმა ბრაზილიელებს გორდონ ბენკსი გაახსენა


დაწერა ტვიტერზე მატჩის შემდეგ გარი ლინეკერმა და ოჩოას სეივი ლეგენდარული ინგლისელი მეკარის პელეს წინააღმდეგ გაკეთებულ იკონურ სეივს შეადარა. ბოლო ტურში ჯგუფიდან გასასვლელ მატჩში ერთმანეთს მექსიკა და ხორვატია დაუპირისპირდნენ, ერერას შეგირდებმა ხორვატები უშანსოდ 3:1 დაამარცხეს - ოჩოამ ჯგუფურ ეტაპზე ერთადერთი გოლი გაუშვა, მსოფლიომ კი მექსიკელთა დამრიგებლის დაუვიწყარი ემოციები იხილა.


ოჩოა და მიგელ ერერა აღნიშნავენ ხორვატიის კარში გატანილ გოლს. მექსიკა 3:1 ხორვატია. 2014.


აცტეკები მერვედფინალში ნიდერლანდელებს გადაეყარნენ და ჯოვანი დოს სანტოსის ბრწყინვალე გოლისა და ოჩოას არარეალური სეივის მეშვეობით მეოთხედფინალის საგზურთან ძალიან ახლოს იყვნენ. გილერმომ სნეიდერის უნაკლო დარტყმას ვეღარაფერი მოუხერხა - ვან გაალის გუნდმა ანგარიში 88-ე წუთზე გაათანაბრა. ექვს წუთში კლაას-იან ჰუნტელაარმა არიან რობენის მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გაიტანა და საგოლე გადაცემას გოლიც შემატა - ოჩოას გიჟური “პირველი” მუნდიალი აქ დასრულდა.


ოჩოა იგერიებს სტეფან დე ვრეის დარტყმულს. ნიდერლანდები 2:1 მექსიკა. 2014.


ზღაპრულად დაიწყო მექსიკისთვის 2018 წლის მუნდიალი - ასტეკებმა პირველ ტურში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები, გერმანიის ნაკრები 1:0 დაამარცხეს. მემო ოჩოა 9 სეივით კიდევ ერთხელ მოევლინა ერს გმირად. მექსიკამ გერმანიას სამხრეთ კორეაც მიაყოლა და იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო ტურში შვედეთთან განადგურდა, ფლეი-ოფის საგზური მაინც მოიპოვა. მერვედფინალში ოჩოას და კომპანიას ძველი მეტოქე, ნეიმარი და ბრაზილიის ნაკრები შეხვდათ. სამფერიანებს ამჯერად გილერმოს თავდადება აღარ ეყოთ - პირველი ნახევრის გაძლების შემდეგ, მექსიკა ნეიმარმა გატეხა. ჟუნიორმა ჯერ თავად გაიტანა, მატჩის ბოლოს კი ფირმინოს გაატანინა.


ოჩოა იგერიებს ტონი კროოსის ჯარიმას. მექსიკა 1:0 გერმანია. 2018.


კატარში ანდრეს გუარდადოს არყოფნაში ელ ტრის ოჩოამ უკაპიტნა. ასტეკების კაპიტანმა პირველ მატჩში რობერტ ლევანდოვსკის თერთმეტმეტრიანი მოიგერია -  მეორე მატჩში კი ლიონელ მესის უზუსტეს დარტყმას ვეღარაფერი მოუხერხა. ბოლო ტურში საუდის არაბეთის დამარცხების მიუხედავად, ტატა მარტინოს გუნდი ჯგუფში ჩარჩა.


ოჩოა იგერიებს ლევანდოვსკის თერთმეტმეტრიანს. მექსიკა 0:0 პოლონეთი. 2022.


მიუხედავად ქვეყნისთვის არაერთგზის თავდადებისა და ისეთ მაღალი დონის ნაკრებში, როგორიც მექსიკაა, უამრავი შეხვედრის ჩატარებისა, ოჩოას მაღალი დონის საკლუბო ფეხბურთი არასდროს უთამაშია. მეტიც მემოს საკლუბო კარიერის მანძილზე 1200 გოლზე მეტი აქვს გაშვებული, რაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. 


2024 წლიდან ოჩოამ ნაკრებში პირველობა დაკარგა - ორწლიან მონაკვეთში გილერმომ ელ ტრის მაისური მხოლოდ ერთხელ ჩაიცვა. 39 წლის კიპერი ჯერ უკლუბოდ დარჩა, შემდეგ კი ნაკრებს გარეთ. 2025 წლის სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე მექსიკელი კვიპროსულ ლიმასოლს შეუერთდა. 


როგორ იქნებოდა ოჩოასა და მუნდიალის ისტორია, თუ არა მემოს ნაკრებში დაბრუნება და მსოფლიო ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადში მოხვედრა. კვირას, 31 მაისს, ლეგენდარულმა მექსიკელმა ავსტრალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ხავიერ აგირეს გუნდის ძირითადი კიპერი, რაულ რანგელი შეცვალა და ეროვნულ ნაკრებში 153-ე შეხვედრა ჩაატარა. ამ მაჩვენებლით ოჩოა მხოლოდ კლაუდიო სუარესსა (177) და ანდრეს გუარდადოს (180) ჩამორჩება. 


რთული სათქმელია გადასვამს თუ არა აგირე სკამზე რანგელს, თუმცა ფაქტია გილერმო ოჩოა სარეკორდო მეექვსე მუნდიალზე მიემგზავრება. მექსიკელი ლიონელ მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელიც მონაწილეობას ექვს მსოფლიო თასზე მიიღებს. 


იოჰანესბურგის შეხვედრიდან ზუსტად 16 წლის თავზე, 2026 წლის 11 ივნისს, მეხიკოში ფიფას რიგით 23-ე მსოფლიო თასი აიღებს სტარტს. 16 წლის შემდეგ მუნდიალზე დაბრუნებულ სამხრეთ აფრიკელებს ამჯერად მექსიკა უმასპინძლებს - ელ ტრი და ბაფანა ბაფანა იოჰანესბურგში დაწყებულ გადაუწყვეტელი საქმის ბოლომდე მიყვანას ლეგენდარულ ესტადიო ასტეკაზე შეეცდებიან.


მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები 2010 წლის მუნდიალის გახსნითი მატჩის წინ.

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

მექსიკა
მსოფლიო ჩემპიონატი
სამხრეთ აფრიკა
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სკანდალი მუნდიალის წინ - 14 000 გულშემატკივარი ფიფას წინააღმდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალი მუნდიალის წინ - 14 000 გულშემატკივარი ფიფას წინააღმდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საზეიმო გაცილება - ბრაზილიის თვითმფრინავი "მონათლეს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საზეიმო გაცილება - ბრაზილიის თვითმფრინავი "მონათლეს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოქროს ბუცის 5 მთავარი ფავორიტი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ოქროს ბუცის 5 მთავარი ფავორიტი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის წინ უკვდავყოფილი კაპიტანი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის წინ უკვდავყოფილი კაპიტანი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

17 სთ წინ

სკანდალი მუნდიალის წინ - 14 000 გულშემატკივარი ფიფას წინააღმდეგ

News image

15 სთ წინ

საზეიმო გაცილება - ბრაზილიის თვითმფრინავი "მონათლეს"

News image

1 სთ წინ

ოქროს ბუცის 5 მთავარი ფავორიტი

News image

32 წთ წინ

მუნდიალის წინ უკვდავყოფილი კაპიტანი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება