იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ირანში მამაკაცებს ფეხბურთზე დასწრება აუკრძალეს
ფეხბურთიფეხბურთი

ირანში მამაკაცებს ფეხბურთზე დასწრება აუკრძალეს

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ირანში გენდერული დისკრიმინაციის ახალი, უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა - ირანის საფეხბურთო ლიგის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მამაკაცებს ქალთა ფეხბურთის მატჩებზე დასწრება ოფიციალურად აეკრძალათ.


გასულ თვეში კლუბებისთვის გაგზავნილ წერილში (რომლის ავთენტურობაც გამოცემა The Athletic-მა დაადასტურა) პირდაპირ წერია, რომ ქალთა მატჩების მასპინძელ სტადიონებზე მამაკაცების ყოფნა დაუშვებელია და წესის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მასპინძელ კლუბს დაეკისრება.


მართალია, ტექნიკურად მსგავსი აკრძალვა ადრეც არსებობდა, თუმცა ის არ ვრცელდებოდა სამწვრთნელო შტაბზე, ოფიციალურ პირებზე, ჟურნალისტებსა და ფეხბურთელთა ოჯახის წევრებზე. ახალი რეგულაციით კი ეს გამონაკლისებიც უქმდება.


ეს გადაწყვეტილება პირდაპირ არღვევს ფიფას წესდებას, სადაც მკაცრადაა გაწერილი, რომ სტადიონზე შესვლისას გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია დასჯადია და შესაძლოა, ქვეყნის ორგანიზაციიდან დროებით მოკვეთა ან სრულად გარიცხვა გამოიწვიოს.


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა (Human Rights Watch, Amnesty International, Sport & Rights Alliance) უკვე მიმართეს მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს და საკუთარი წესდების აღსრულებისკენ მოუწოდეს. Sport & Rights Alliance-ის დირექტორის, ანდრეა ფლორენსის განცხადებით, ირანი დისკრიმინაციის ახალ გზებს ეძებს, რასაც მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ირანი
ქალთა ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კატალონიელებმა ქალთა ოქროს ბურთზე ყველა მთავარი პრიზი წაიღეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კატალონიელებმა ქალთა ოქროს ბურთზე ყველა მთავარი პრიზი წაიღეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გოლი ბოლო წუთებზე - როგორ წარიმართა 17-წლამდელთა ნაკრების მატჩი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გოლი ბოლო წუთებზე - როგორ წარიმართა 17-წლამდელთა ნაკრების მატჩი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ არიან საქართველოს ნაკრების მეტოქეები ქალთა ერთა ლიგაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ არიან საქართველოს ნაკრების მეტოქეები ქალთა ერთა ლიგაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,არ ვაპირებთ მათთან თამაშს" - ქსკ ლანჩხუთის პროტესტი გრძელდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,არ ვაპირებთ მათთან თამაშს" - ქსკ ლანჩხუთის პროტესტი გრძელდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

26 ოქტ, 2026

კატალონიელებმა ქალთა ოქროს ბურთზე ყველა მთავარი პრიზი წაიღეს

News image

31 ოქტ, 2026

გოლი ბოლო წუთებზე - როგორ წარიმართა 17-წლამდელთა ნაკრების მატჩი?

News image

03 ნოე, 2026

ვინ არიან საქართველოს ნაკრების მეტოქეები ქალთა ერთა ლიგაზე

News image

11 ნოე, 2026

,,არ ვაპირებთ მათთან თამაშს" - ქსკ ლანჩხუთის პროტესტი გრძელდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება