საქართველოს ნაკრების მეტოქე ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალია იქნება.
მეტოქე გუნდის ოფიციალური გვერდი ამ ფაქტს გამოეხმაურა:
"2008 წელს პორტუგალია და საქართველო პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ევრო 2024-ზე ისევ შევხვდებით."
2008 წლის მაისში პორტუგალიამ ამხანაგურ მატჩში 2-0 დაამარცხა საქართველო. გოლები ჟოაო მოუტინიომ და სიმაომ გაიტანეს.
გუნდები ერთმანეთს 26 ივნისს გელზენკირხენში დაუპირისპირდებიან.