უიმბლდონის ქალთა ფინალში ისტორია დაიწერა.
პოლონელმა ჩოგბურთელმა იგა შვიონტეკმა ფინალში ამერიკელი ამანდა ანისიმოვა 6:0 6:0 დაამარცხა.
შვიონტეკი უიმბლდონის ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში თავის მეტოქეს არცერთი გეიმი არ დაუთმო.
თამაშის მოსაგებად იგას მხოლოდ 58 წუთი დასჭირდა.
ამ გამარჯვებით შვიონტეკმა მე-6 გრენდ სლემი მოიგო, უიმბლდონი კი პირველად - პოლონელს 4 როლან გაროსი და 1 ამერიკის ღია პირველობაც აქვს მოგებული.