Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იუვენტუსმა 2 მოთამაშის ტრანსფერი შეათანხმა. ტურინელებს ფიორენტინადან ნიკო გონსალესი შეურთდება, რომლის სანაცვლოდაც ფლორენციელები 38 მილიონ ევროს მიიღებენ.
არგენტინელ მოთამაშეს მხოლოდ იუვენტუსში თამაში სურდა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ის ახალ კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.
გონსალესი ფიორენტინას 2021 წელს შტუტგარტიდან შეუერთდა. 26 წლის შემტევს არგენტინის ნაკრებში 39 მატჩი აქვს ჩატარებული.
ბიანკონერიმ ასევე შეთანხმებას მიაღწია პორტუსთან ფრანსისკო კონსეისაუს თაობაზე. მოთამაშე იტალიურ გუნდს იჯარის წესით შეუერთდება, რაშიც პორტუგალიელები 7 მილიონ ევროს + 3 მილიონს ბონუსების სახით მიიღებენ.
იუვენტუსს მომდევო ზაფხულს მოთამაშის გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ შეეძლება. საბოლოო გადაწყვეტილება კი მოთამაშეზე იქნება.
კონსეისაუ ევრო 2024-ზე პორტუგალიის ნაკრების წევრი იყო. მან საქართველოს წინააღმდეგაც ითამაშა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ოფიციალურად: რომამ დე როსი გაუშვა
ფეხბურთი
რომამ დე როსის შემცვლელი იპოვა
ფეხბურთი