ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ატალანტა ახლოს არის მადრიდის ატლეტიკოდან ჯაკომო რასპადორის დამატებასთან.
ბერგამოული გუნდი სატრანსფერო ბრძოლას რომას უგებს, რომელიც იტალიელის დამატებას ასევე ცდილობდა.
ატალანტას ჯაკომო რასპადორის ტრანსფერი ჯამში 23-25 მილიონი ევრო დაუჯდება.
ფეხბურთელმა რომას უარი თავად უთხრა, ბოლო საათებში კი ატლეტიკოსთან მოლაპარაკებებში ატალანტა გამოჩნდა, რომელმაც მადრიდულ კლუბთან ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმბეას მიაღწია.
25 წლის იტალიელი როხიბლანკომ გასული წლის ზაფხულში ნაპოლიდან დაიმატა, თუმცა შემტევს სიმეონეს გუნდში კარიერა არ აეწყო.
შეთანხმება შედგა - გალაჰერი პრემიერ ლიგაში ბრუნდება