ფაბრიციო რომანოს ცნობით, კონორ გალაჰერი კარიერას ტოტენჰემში გააგრძელებს.
მოთამაშემ ატლეტიკოს უკვე შეატყობინა თავისი გადაწყვეტილება ლონდონურ კლუბში გადასვლის შესახებ. სპურსი ტრანსფერში 40 მილიონ ევროს გადაიხდის და ამით ასტონ ვილას აჯობებს, რომელსაც ასევე სურდა ნახევარმცველის დამატება.
ბირმინგემელები ასევე შეუთანხმდნენ ატლეტიკოს, თუმცა მოთამაშემ საბოლოო მწვანე შუქი არ აუნთო ასტონ ვილას და ტოტენჰემი აირჩია.
ლონდონელებმა უკვე ჩანიშნეს სამედიცინო შემოწმება გალაჰერისთვის და ამის შემდეგ ის ახალ კლუბთან კონტრაქტს 2031 წლამდე გააფორმებს.
კონორ გალაჰერი ჩელსის აღზრდილია და 2024 წელს ატლეტიკოში სწორედ ლურჯებიდან გადავიდა, ახლა კი კარიერას ჩელსის მეტოქე ტოტენჰემში გააგრძელებს.
25 წლის ნახევარმცველს ინგლისის ნაკრებში 2021 წლიდან მოყოლებული 22 მატჩი აქვს ჩატარებული.