კოპა დელ რეის მეორე 1/2 ფინალში სოსიედადმა ბილბაოს 1:0 მოუგო.
მატჩის ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე მიკელ ოიარსაბალმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. სოსიედადმა ბილბაოს ორმატჩიანი დაპირისპირება საერთო ანგარიშით 2:0 მოუგო და ფინალში გავიდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბასკური გუნდი 18 აპრილს, მადრიდის ატლეტიკოს დაუპირისპირდება.
თავის მხრივ, ატლეტიკომ ორმატჩიან ნახევარფინალში ბარსელონას (4:3) აჯობა.
სოსიედადმა თავისი უკანასკნელი ფინალი კოპაზე 2019/20 სეზონში ითამაშა, როცა ბილბაოს 1:0 მოუგო და თასს დაეუფლა. რაც შეეხება ატლეტიკოს, სიმეონეს გუნდი თასის ფინალში 2012/13-სეზონის შემდეგ პირველად გავიდა.
მაშინ, მადრიდელებმა თანაქალაქელ რეალს მისსავე სტადიონზე 2:1 მოუგეს.