ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტორინომ და ნაპოლიმ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.
ჯოვანი სიმეონე 8 მილიონი ევრო სანაცვლოდ კარიერას ტურინულ გუნდში გააგრძელებს.
ჩოლიტო მზადაა სამედიცინო შემოწმების გასავლელად მას სემდეგ, რაც ნაპოლი ამისთვის მწვანე შუქს მისცემს.
არგენტინელმა თავდამსხმელმა ტორინოსთან პირადი დეტალები უკვე შეათანხმა და ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ჯოვანი სიმეონე ნაპოლიში 2022 წელს ჰელას ვერონადან გადავიდა. ჩოლიტომ ნეაპოლელებთან ერთად სერია ა 2-ჯერ მოიგო.