მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალში 2023/24-სეზონის დაწყების წინ გადასვლის შემდეგ, ჯუდ ბელინგემი ბოლო წუთებზე გატანილი გოლების მეფედ იქცა.
კერძოდ, სეზონნახევარში ინგლისელმა ნაკრებსა და რეალში მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე 8 გოლის გატანა შეძლო.
ჯუდისგან ბოლო წუთებზე დაზარალდნენ: ბარსელონა (ორჯერ), სლოვაკეთი, ბელგია, უნიონ ბერლინი, ხეტაფე, ვალენსია და ახლა უკვე მანჩესტერ სიტიც.
საინტერესოა, რომ პენალტების გოლების გამოკლებით, ბელინგემს კარიერაში უკვე 6 გამარჯვების მომტანი გოლი დაუგროვდა ბოლო წუთებზე - იმდენივე, რამდენიც ლეო მესის და ერთით ნაკლები, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები