დანი კარვახალმა ვილიარეალთან მატჩის შემდეგ სოციალურ პოსტში პოსტი გამოაქვეყნა.
"ჯვარედინი იოგიბის სერიოზული ტრავმა დადასტურდა. ოპერაციას გავიკეთებ და რამდენიმე თვე ვერ ვითამაშებ.
უკვე ველოდები, როდის დავიწყებ რეაბილიტაციას და მხეცივით დავბრუნდები.
დიდი მადლობა ყველას თქვენი შეტყობინებებისთვის, დიდ სიყვარულს ვგრძნობ." - წერს ესპანელი ფეხბურთელი.
კარვახალმა ლა ლიგის მე-9 ტურში ვილიარეალთან თამაშის ბოლო წუთებზე იერემი პინოსთან ორთაბრძოლისას მძიმე დაზიანება მიიღო და მისი მოედნიდან გაყვანა საკაცით გახდა საჭირო.
როგორც თავად დაადასტურა, დანიმ მუხლის ჯვარედინი იოგების სერიოზული დაზიანება მიიღო და რეალს რამდენიმე თვე მის გარეშე მოუწევს თამაში.