• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კანადა და აშშ მუნდიალის მეორე სათამაშო დღის ყურადღების ცენტრში
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

კანადა და აშშ მუნდიალის მეორე სათამაშო დღის ყურადღების ცენტრში

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

12 ივნისი განსაკუთრებული დღეა მსოფლიო ჩემპიონატის თანამასპინძლებისთვის, კანადისა და აშშ-ისთვის.


კანადა ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსით ითამაშებს. ტორონტოში გასამართ B ჯგუფის გახსნით შეხვედრაში ჯესი მარშის გუნდი ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, რომელმაც ევროპის პლეი-ოფში იტალია დაამარცხა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.


იმავე დღეს მსოფლიოს ყურადღება ლოს-ანჯელესის სტადიონზე გადაინაცვლებს, სადაც აშშ D ჯგუფის პირველ მატჩში პარაგვაის შეხვდება. მაურისიო პოჩეტინოს ნაკრებს რთული გამოცდა ელის, რადგან პარაგვაიმ სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ეტაპზე როგორც არგენტინის, ისე ბრაზილიის დამარცხება შეძლო.


კანადა - ბოსნია და ჰერცეგოვინა (12 ივნისი, 23:00)


ჯესი მარშის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის კამპანია იმ ნაკრების წინააღმდეგ უნდა დაიწყოს, რომელმაც ევროპის პლეი-ოფში იტალია დაამარცხა. ორი ქვეყნის ისტორიაში ეს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი დაპირისპირება იქნება.


ტორონტოს სტადიონზე კანადა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის რანგში პირველად ითამაშებს. ამ მატჩის შემდეგ კი ვანკუვერში გადაინაცვლებენ, სადაც ჯგუფში დარჩენილ შეხვედრებს კატარისა და შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავენ.


ევროპის პლეი-ოფიდან გასული ბოსნია და ჰერცეგოვინა, რომელმაც იტალია პენალტების სერიაში დაამარცხა, შემდეგ მატჩებს ლოს-ანჯელესსა და სიეტლში ჩაატარებს.


სავარაუდო შემადგენლობები


კანადა - კრეპო; ჯონსტონი, დე ფუჟეროლი, კორნელიუსი, ლარია; კონე, ეუსტაკიო, ბიუკენანი, მილარი; დევიდი, ლარინი.


ბოსნია და ჰერცეგოვინა - ვასილი; დედიჩი, კატიჩი, მუჰარემოვიჩი, კოლაშინაცი; ბაირაქტარევიჩი, ტაჰიროვიჩი, შუნიჩი, მემიჩი; დემიროვიჩი, ჯეკო.


ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026


აშშ - პარაგვაი (13 ივნისი, 05:00)


კიდევ ერთი თანამასპინძელი აშშ ლოს-ანჯელესის სტადიონზე D ჯგუფის შეხვედრაში პარაგვაის უმასპინძლებს.


ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მოლოდინიან მატჩში აშშ საკუთარ მოედანზე გამართული მეორე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. გუნდები ერთმანეთს კარგად იცნობენ - 2025 წლის ნოემბერში მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ჩესტერში (პენსილვანია) პარაგვაი 2:1 დაამარცხა.


პარაგვაი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 2010 წლის შემდეგ დაბრუნდა, ფინალურ ეტაპზე სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის მე-6 ადგილზე დასრულების წყალობით გავიდა და გზად არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.


სავარაუდო შემადგენლობები


აშშ - ფრიზი; ფრიმენი, მ. რობინსონი, რიმი, ა. რობინსონი; დესტი, ადამსი, მაკკენი, ტილმანი, პულისიჩი; ბალოგუნი.


პარაგვაი - გილი; კასერესი, გ. გომესი, ალდერეტე, ალონსო; დ. გომესი, ბობადილია, კუბასი, ალმირონი; დ. გონსალესი, სანაბრია.


აშშ და პარაგვაი ერთმანეთს 1930 წლის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ - ეს დღემდე მათი ერთადერთი შეხვედრაა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.


ურუგვაიში გამართულ ჯგუფური ეტაპის მატჩში ამერიკელებმა 3:0 იმარჯვეს ბერტ პატენოდის ბრწყინვალე ჰეთ-თრიკის წყალობით. ეს არა მხოლოდ ამერიკელი ფეხბურთელის მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე შესრულებული პირველი და დღემდე ერთადერთი ჰეთ-თრიკი იყო, არამედ მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიკიც.


ყველაფერი, რაც D ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

bosnia-&-herzegovina
canada
paraguay
usa

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ყველაფერი, რაც D ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ყველაფერი, რაც D ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სომალელი მსაჯი ამერიკაში არ შეუშვეს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სომალელი მსაჯი ამერიკაში არ შეუშვეს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბრაზილია-აშშ-ის მატჩში 8 წითელი ბარათი დარიგდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრაზილია-აშშ-ის მატჩში 8 წითელი ბარათი დარიგდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

აშშ მუნდიალისთვის მზადაა: „ვაჩვენებთ მსოფლიოს, რისი გაკეთება შეგვიძლია“

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

აშშ მუნდიალისთვის მზადაა: „ვაჩვენებთ მსოფლიოს, რისი გაკეთება შეგვიძლია“
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

07 ივნ, 2026

ყველაფერი, რაც D ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

News image

09 ივნ, 2026

სომალელი მსაჯი ამერიკაში არ შეუშვეს

News image

10 ივნ, 2026

ბრაზილია-აშშ-ის მატჩში 8 წითელი ბარათი დარიგდა

News image

13 სთ წინ

აშშ მუნდიალისთვის მზადაა: „ვაჩვენებთ მსოფლიოს, რისი გაკეთება შეგვიძლია“

კომენტარები

ლინკის დაკოპირება