ერთა ლიგაზე სომხეთთან 6-1 მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.
"პირველ ტაიმს რაც შეეხება, ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული თამაში იყო ჩემთვის და ჩვენი ნაკრებისთვის. ძალიან სწრაფად გავიტანეთ 5 გოლი და დიდი უპირატესობა გვქონდა, გამართულ და საინტერესო ფეხბურთს ვთამაშობდით. ბოლო რამდენიმე მატჩი ვერ ვთამაშობდით და გვინდოდა, რომ ცუდი სერიის შემდეგ დავბრუნებოდით კარგ სერიას.
ეს 2 მატჩი ძალიან მაღალ დონეზე იყო შესრულებული, ეს არ იყო მხოლოდ 11 ფეხბურთელი, ბევრი ცვლილება იყო ამ 2 თამაშში, რაც იმას ასახავს, რომ ბევრი მოთამაშე გვყავს, რომელთაც შეუძლიათ ერთმანეთის შეცვლა, ეს ფუფუნებაა ჩვენთვის და მიხარია, რომ ასეთი გუნდი ვართ, რომელსაც მაღალ დონეზე შეუძლია თამაში.
დღევანდელი თამაში ცოტა იოლი გამოვიდა, მაგრამ დამერწმუნეთ, იოლი არ იყო, რადგან ახალ სისტემას ვეგუებით და ყველაფერს კარგად გავართვით თავი." - კაშიას სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
"B ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო, თამაშით კმაყოფილი ვარ" - სანიოლის პრესკონფერენცია
