ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"B ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო, თამაშით კმაყოფილი ვარ" - სანიოლის პრესკონფერენცია
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"B ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო, თამაშით კმაყოფილი ვარ" - სანიოლის პრესკონფერენცია

23 მარ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ერთა ლიგაზე სომხეთთან 6-1 მოგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან ისაუბრა.


"ყველა ტურნირზე გვსურს, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო B ლიგაში ადგილის შენარჩუნება, რათა იგივე დონის გუნდებთან ვითამაშოთ, რაც ჩვენი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით პირველი ტაიმით, მეორე ნახევარში იმავე ინტენსივობის შენარჩუნება რთული იყო. ამ თამაშმა კარგი განცდები დაგვიტოვა.


მიქაუტაძეზე შეიძლება ითქვას, რომ ახლა საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ის ახალგაზრდაა და მომატება კიდევ შეუძლია. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, კლუბში რამდენად ექნება სათამაშო პრაქტიკა.


ყველა ფეხბურთელს, განსაკუთრებით მიქაუტაძეს, ევროპის ჩემპიონატმა თავდაჯერება შესძინა. მასში ყველაზე მეტად მენტალიტეტი მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ის საფრანგეთში დაიბადა, მიხარია, რომ ქართველია.


ერევანში გოგლიჩიძემ და ლოჩოშვილმა კარგად ითამაშეს, თანაც, მათთვის ეს პირველი მატჩი იყო, რომელიც ერთად ჩაატარეს. დღეს კაშია დაგვიბრუნდა, რომელიც ყველამ ვიცით, როგორი პროფესიონალია.


ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დავიწყეთ მომავალზე ფიქრი, განსაკუთრებით დაცვაში, სადაც რამდენიმე ასაკოვანი ფეხბურთელი გვყავს. საბა ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და შეუძლია, რომ წლების განმავლობაში ითამაშოს საქართველოს ნაკრებში.


ივნისის შეკრებაზე პრიორიტეტი U21 ნაკრებს დაეთმობა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ეს ტურნირი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილება იქნება. მათ, ვისაც ასაკით შეუძლიათ თამაში, ევროპის ჩემპიონატისთვის ახალგაზრდულ ნაკრებს დავუთმობთ.


ჩემზე არაა დამოკიდებული, ესპანეთი მოხვდება თუ ნიდერლანდები ჯგუფში, მაგრამ მე ნიდერლანდებს ვისურვებდი. ესპანეთთან ხშირად მოგვიწია ბოლო წლებში თამაში. შემიძლია იმის თქმა, რომ ვინც არ უნდა იყოს, ბოლომდე დავიხარჯებით.


ახლა მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, რომ ძნელია მისი სკამზე დასმა, ამიტომ მოუწიათ ბუდუსა და სხვა შემტევებს მცირე სათამაშო დრო.


მესმის, რომ ისინი მეტ დროს ელოდნენ, მაგრამ უნდა გააგრძელონ შრომა და მომავალში მიეცემათ შანსი. ჩემი მიზანია, რომ გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის კარგად მოვამზადო.


4 წლის წინ გადავწყვიტე სამმცველიან ფორმაციაზე გადასვლა, რადგან ეს საუკეთესო გამოსავალი იყო რესურსიდან გამომდინარე, მაგრამ უკვე ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე კლუბში ბევრს თამაშობენ და შეგვიძლია სხვა ვარიანტებიც განვიხილოთ." - განაცხადა ვილი სანიოლმა.


გოლების წვიმა და ზეიმი დინამო არენაზე - საქართველომ B ლიგაში ადგილი შეინარჩუნა


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ერთა ლიგა
საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი
საქართველო
ვილი სანიოლი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია - სად წავა აბუაშვილი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია - სად წავა აბუაშვილი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს U20 ნაკრებმა შვეიცარია 15 ქულით დაამარცხა

•კალათბურთი

კალათბურთი

საქართველოს U20 ნაკრებმა შვეიცარია 15 ქულით დაამარცხა
•კალათბურთი

კალათბურთი

ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზთან დამარცხდნენ

•ქართული

ქართული

ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზთან დამარცხდნენ
•ქართული

ქართული

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგის მოთამაშეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგის მოთამაშეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 ივლ, 2025

ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია - სად წავა აბუაშვილი?

News image

4 სთ წინ

საქართველოს U20 ნაკრებმა შვეიცარია 15 ქულით დაამარცხა

News image

22 სთ წინ

ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზთან დამარცხდნენ

News image

8 სთ წინ

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგის მოთამაშეა