ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ხელები, თვალები და კანი - გორგილაძის ბლოგი
ფეხბურთიფეხბურთი

ხელები, თვალები და კანი - გორგილაძის ბლოგი

17 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2002 წელია.
მე-12 წელში ვარ გადამდგარი.
ცუდ მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებ, მაგრამ ჯერ ვერ ვხვდები, რომ ცუდია.
ჩემიანებისთვის ყველაფერი კარგად მიდის.
მაშინ ჩემიანები გერმანელები არიან. როგორც მეზობლის კაცები ამბობენ - „ნემცები“.


როცა მსოფლიო თასზე შენი ქვეყანა ვერ ხვდება, იძულებული ხარ სხვა ნაკრები ამოირჩიო. ეგეთი ბედი გვერგო.

ალბათ ბრაზილიელი, არგენტინელი ან იტალიელი ბოლომდე ვერასოდეს მიხვდება, რატომ შეიძლება ქართველმა მისი ნაკრების დამარცხების გამო ცრემლები ღვაროს ან გამარჯვების შემთხვევაში დავლური დაუაროს.


მე გერმანია 1995 წელს ამოვირჩიე, როცა ჯერ ხუთი წლისაც არ ვიყავი და ეს არჩევანი ჯიბრით გავაკეთე. მამაჩემმა სტადიონზე ჩემი ძმა წაიყვანა, მე კი - არა. სულ არ ვიცოდი და სად იყო გერმანია. ვინ იყვნენ, რა ჯიშისა და რჯულის ხალხი იყო. გერმანია კი არა, საქართველოც არ ვიცოდი წესიერად.


იმ დღეს კლინსმანმა 2 გოლი გაგვიტანა. „ცუდიანებმა“ მოგვიგეს?“ - ვიკითხე.
მეწყინა.

გვიან გავიგე, რომ უბნიდან ყველა თამაშზე იყო ჩემ გარდა.

ამაზე გავმწარდი.


ახლა რომ ვუფიქრდები, სწორედ იმ დღემ განსაზღვრა, საქართველოს გარდა ვის ვუგულშემატკივრებდი და ახლაც, როცა გერმანია ჩემთვის მეორე ნაკრებია, სწორედ იმ საღამოს დალექილი ბოღმის ბრალი უნდა იყოს.


ჰოდა იმას ვამბობდი, რომ 2002 წელია და ცუდი მსოფლიო ჩემპიონატი მიდის.

გერმანელები ფინალში არიან და დიდწილად იმის გამო, რომ კარის დარაჯად ჰყავთ ოლივერ კანი - ჩემი კუმირი, ქოფაკი, ავი, უხასიათო და შარიანი კაცი.


… და მიუხედავად იმისა, რომ, როგორც იტყვიან,  ოლიმ ნაკრები ფინალამდე ათრია, გერმანიამ ფინალი მისი შეცდომით წააგო.


მოზარდები სხვანაირად განიცდიან და სხვანაირად დარდობენ.


ეგ დარდი აგერ ორ ათწლეულზე მეტია მომყვება და ხანდახან ბავშვობაში მიღებული მუხლის ტრამვასავით გამწვავდება ხოლმე, როცა რაიმე ისეთს გადავაწყდები, რაც ძველ ტკივილებს გამიცოცხლებს.


ფეხბურთიც ხომ ჩვეულებრივი სპორტი და 22 ოფლიანი ადამიანის  სირბილი იქნებოდა რომ არა ეგ ტკივილები და თანაგრძნობა, რომელიც მწვანე მინდორით არ იწყება და გასახდელის დერეფანთან არ მთავრდება. მოგყვება და მაგასთან ერთად ცხოვრობ.


ეგ კი არა, შენი საყვარელი ფეხბურთელის შეცდომას თითქოს თითებით გრძნობ და ხელიდან გავარდნილ ბურთს შენც დაგეშილი ძაღლივით მისდევ. ზოგჯერ სიზმარშიც. მაგრამ ვერ ეწევი.


გუშინდელი დღესავით მახსოვს:
ოთახში ბრაზილიის ნაკრების ქომაგების მოზღვავება იყო და ზეიმობდნენ.
სამფეხა სკამზე ვიჯექი და ცრემლებად ვიღვრებოდი.
ოლივერ კანი მინდორზე იჯდა და ძელს  მიყუდებულს თითქოს მთელი მსოფლიოს დარდი ედგა თვალებში.


ეგ იყო კადრი.


მაგის მერეც ბევრი კადრი იყო სასიხარულოც და სატირალიც, მაგრამ ადამიანს სატირალები მეტად გამახსოვრდება.


აი, ჟუნინიო პერნამბუკანომ რომ მოუსავლეთიდან დაურტყა ჯარიმა, კომენტატორი რომ ამბობდა აქედან კანის კარში გოლის გატანა შეუძლებელიაო და ოლი ძელს შემოეხვია. მგონი მაგ დღის მერე წავიდა მაგის საქმე უკუღმა.


ინძაგიმ რო თაურებით გააწამა;


კარლოსმა რომ ხელქვეშ გაუძვრინა;


„ბაიერნიდან“ ლიონში გადასულმა ელბერმა რომ ბეკენბაუერს ნიძლავი მოუგო და ყოფილ გუნდს გაუტანა;


ტიმო ჰილდებრანდმა რომ მშრალად შენახული კარის რეკორდი მოუხსნა ბუნდესლიგაში;


ნაკრების ძირითადიდან რომ მოხსნეს და ლემანი დააყენეს.


... მაგრამ რა მახსოვს კიდევ იცით? მსოფლიოზე მესამე ადგილისთვის თამაშში კლინსმანმა რომ ისევ კანი დააყენა ძირითადში და კაპიტნის წოდებაშიც აღადგინა.


ეგ იყო კუდის მოქნევა. ეგ იყო ჯონი ქეშის მსგავსი შემობრუნება.


ამ კაცის შემართებაზე მინდოდა დამეწერა და სკოლის მოსწავლის თავისუფალი თემასავით ბლოგი გამომივიდა. აი, უცნაური სათაური რომ აქვს ხოლმე: „რას მიამბობს წვიმის წვეთი“ ან „გამხმარი ხე ჩემს ქუჩაზე“.


ალბათ იმიტომ, რომ საყვარელი ფეხბურთელის გამარჯვებებს გულით ატარებ და მარცხი ხერხემლით დაგაქვს.


დაწერა კიდევ იმიტომ გადავწყვიტე, რომ კანის მაისური შემხვდა მაღაზიაში მისი ხელმოწერით. არ ვიყიდე.


არაუშავს, კარგს მერე დავწერ. თვის ბოლოსკენ.

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

დათო გორგილაძე

დათო გორგილაძე

ოლივერ კანი
გორგილაძის ბლოგი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

უბანი და გეოგრაფია - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
უბანი და გეოგრაფია - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი

ფეხბურთი რომ არ არსებობდეს - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
ფეხბურთი რომ არ არსებობდეს - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი

ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო მეკარე? - ტოპ 15

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო მეკარე? - ტოპ 15
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას ვისურვებ 2026-ში - გორგილაძის ბლოგი

•
•ფეხბურთი
რას ვისურვებ 2026-ში - გორგილაძის ბლოგი
•
•ფეხბურთი
News image

21 იან, 2026

უბანი და გეოგრაფია - გორგილაძის ბლოგი

News image

30 ოქტ, 2025

ფეხბურთი რომ არ არსებობდეს - გორგილაძის ბლოგი

News image

14 სთ წინ

ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო მეკარე? - ტოპ 15

News image

08 იან, 2026

რას ვისურვებ 2026-ში - გორგილაძის ბლოგი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

G

GURU964658

მეგონა,მე ვწერდი.2002 წლიდან შემოვიდა ფეხბურთი ჩემს ცხოვრებაში.ზუსტად კანის გამო.მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახე მისი თამაში და... ბაიერნი და გერმანიის ნაკრები დღემდე განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს ჩემში.კარლოსის ის გოლიც თვალწინ მიდგას და კანის კომენტარი,უხელფეხო რომ ვყოფილიყავი,ის ბურთი უნდა ამეღოვო.ღმერთო,რამდენი რამე გამახსნენდა.მადლობა დათო გორგილაძეს.კიდევ დაწერე რა ოლიზე🙏❤️🥰❤️