ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ხიზანიშვილი: "5-მცველიან ტაქტიკაზე დაბრუნებას არ ვაპირებთ"
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ხიზანიშვილი: "5-მცველიან ტაქტიკაზე დაბრუნებას არ ვაპირებთ"

04 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

თურქეთთან მატჩის შემდეგ, პრესას საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის ნაცვლად, მისი ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილი ესაუბრა.

„ვილის თავისებური რეაქცია ჰქონდა, მაგრამ მსაჯების მიმართ აგრესია ვერ დავინახე. ადამიანი იყო აფექტში, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, აგრესია კი იყო, მაგრამ წითელი ბარათის ღირსი რომ არ ყოფილა, ალბათ დამეთანხმებით.

თამაშის გარჩევა მისი დასრულების შემდეგ ბევრად ადვილია. შეიძლება თქმა, პირობითად სხვა თავდამსხმელი რატომ არ შემოვიყვანეთ, მაგრამ ეს იმანაც განაპირობა, რომ მხოლოდ ერთი ცვლილება გვქონდა დარჩენილი. თურქეთიც 5-3-1 ტაქტიკაზე გადავიდა და სივრცეები აღარ რჩებოდა. ზემოდან ვილისგან დავალებებს ვიღებდი.

არ მგონია, 5-მცველიან ტაქტიკას დავუბრუნდეთ

წარმატების მიღწევაში 5-მცველიანი ტაქტიკა დაგვეხმარა. თუმცა, მაშინაც გვესმოდა, რომ შეტევაში ერთი კაცი გვაკლდა. მოსმენით ყველა ვუსმენთ, მაგრამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს. 4 მცველზე გადასვლა დიდი ხანია გვინდა და ეს წინა მატჩებმაც გვაჩვენა. ამაზე გვქონდა საუბარი და ოდესმე უნდა მომხდარიყო. საკუთარ თავს მივცემ უფლებას და ვიტყვი, რომ არ მგონია, შემდეგ თამაშებში ისევ 5-მცველიან ტაქტიკას დავუბრუნდეთ.

როცა კლუბში პრაქტიკა არ გაქვს, ეს პროცესს აუცილებლად ემჩნევა

ასეთი დიდი დონის მატჩების პირველივე წუთიდან თამაში უნდა ვისწავლოთ. იმიტომ, რომ გვახსოვს, შარშანაც ასე დაგვემართა რამდენჯერმე. შეცდომები ინდივიდუალური იყო, რასაც არ მინდა რომ შევეხო, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს, ეს პროცესს აუცილებად ემჩნევა.

საუბარი მხოლოდ მამარდაშვილზე არ არის - ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია. სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ კლუბებში სათამაშო დროის პრობლემა. აღარ ვახსენებთ დანაკლისს, რომ გვაკლდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კიტე და ჩაკვე არიან.

ორი სხვადასხვა ასაკის მცველი გვყავს: ერთი ძალიან გამოცდილი კაშო და მეორე პერსპექტიული ახალგაზრდა გოგლიჩიძე, რომელიც ფიზიკურად ძალიან ძლიერია. თუმცა, გავმეორდები, რომ 4-მცველიან ტაქტიკაზე გვინდა დარცენა და ტაქტიკის შეცვლა არც მოიაზრება, ვილის სიტყვებს გეუბნებით. თუმცა, ხვალ და ზეგ რაღაც შეიძლება შეიცვალოს.

4-3-3 ტაქტიკით თამაშს ვაპირებდით, თუმცა კიტე ბოლო მომენტში გამოგვაკლდა და 4-4-2 გამოყენება მოგვიწია, სადაც აქცენტი ორ თავდამსხმელზე გაკეთდა. თუმცა, თუ დააკვირდით, პირველივე ტაიმში გადავედით 4-3-3-ზე, რაც ადვილი არაა, თავისი დრო აუცილებლად სჭირდება. კიტეს არყოფნამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა." - აღნიშნა ხიზანიშვილმა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

პირველი ქულების მოლოდინში - საქართველო ბულგარეთს მიიღებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პირველი ქულების მოლოდინში - საქართველო ბულგარეთს მიიღებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მზად ვართ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მატჩამდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მზად ვართ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მატჩამდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ათწლიანი პაუზის შემდეგ 1/8 ფინალში - საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდება

•კალათბურთი

კალათბურთი

ათწლიანი პაუზის შემდეგ 1/8 ფინალში - საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდება
•კალათბურთი

კალათბურთი

"მოთამაშეებთან უფრო ღრმა საუბარი მომიწევს" - სანიოლის პრესკონფერენცია ბულგარეთთან მატჩამდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მოთამაშეებთან უფრო ღრმა საუბარი მომიწევს" - სანიოლის პრესკონფერენცია ბულგარეთთან მატჩამდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

პირველი ქულების მოლოდინში - საქართველო ბულგარეთს მიიღებს

News image

16 სთ წინ