• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია - დათუნაშვილს მედლები ჩამოერთვა
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია - დათუნაშვილს მედლები ჩამოერთვა

25 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საერთაშორისო ტესტირების სააგენტო (ITA) იუწყება, რომ სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) სერბი მოჭიდავის, ზურაბი დათუნაშვილის მიერ შეტანილი აპელაცია CAS-ის ანტი-დოპინგური განყოფილების (CAS ADD) 2024 წლის 19 სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების წინააღმდეგ უარყო.


როგორც ITA-მ ადრე განაცხადა, სერბი მოჭიდავე ზურაბი დათუნაშვილი ITA-ს ბრალდებული ჰყავდა რამდენიმე ანტი-დოპინგური წესის დარღვევაში (ADRV): შარდის ჩანაცვლებაში 2021 წლის 27 მაისს, ტოკიო 2020-ის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პერიოდში და ასევე გაყალბებული ვიდეოს წარმოებასა და მტკიცებულების სახით გამოყენებაში, 2022 წლის 6 იანვარს გამოტოვებული დოპინგ-ტესტის გასამართლებლად.


2024 წლის 19 სექტემბერს CAS ADD-მა ზურაბი დათუნაშვილი 5-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სპორტსმენის მიერ 2021 წლის 27 მაისიდან 2023 წლის 11 აპრილამდე (დროებითი დისკვალიფიკაციის თარიღამდე) მიღწეული ყველა შედეგი გაუქმდა.


2025 წლის 17 ნოემბერს, სპორტსმენის მიერ CAS ADD-ის გადაწყვეტილების ნაწილობრივად გასაჩივრების შემდეგ, CAS-მა უარყო მისი აპელაცია, რითაც დაადასტურა, რომ ბატონმა დათუნაშვილმა მართლაც დაარღვია ანტი-დოპინგური წესები - აკრძალული მეთოდის გამოყენება (შარდის ჩანაცვლება) და ჩარევა (გაყალბებული მტკიცებულების გამოყენება), UWW-ის ანტი-დოპინგური წესების 2.2 და 2.5 მუხლების შესაბამისად და 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომელიც ძალაში 2028 წლის 10 აპრილამდე დარჩება.


CAS-მა ასევე დაადასტურა სპორტსმენის მიერ 2021 წლის 27 მაისის შემდეგ მიღწეული ყველა შედეგის გაუქმება, რაც მოიცავს მის ბრინჯაოს მედალს ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე და ოქროს მედლებს 2021 და 2022 წლების UWW-ის მსოფლიო ჩემპიონატებზე.


ITA დამატებით კომენტარს ამ საკითხზე აღარ გააკეთებს. - წერია განცხადებაში.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჭიდაობა
სერბეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

თავისუფალი ჭიდაობა - 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

თავისუფალი ჭიდაობა - 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

4 მედალი პირველ დღეს - ქართველები უნგრეთის სარეიტინგო სერიაზე

•ქართული

ქართული

4 მედალი პირველ დღეს - ქართველები უნგრეთის სარეიტინგო სერიაზე
•ქართული

ქართული

უნგრეთის სარეიტინგო - ჩხიტუნიძემ ნაკრებს მე-5 მედალი მოუტანა

•ქართული

ქართული

უნგრეთის სარეიტინგო - ჩხიტუნიძემ ნაკრებს მე-5 მედალი მოუტანა
•ქართული

ქართული

ბერძნულ-რომაული - ნიკა ბროლაძე უნგრეთის სარეიტინგოს ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

ბერძნულ-რომაული - ნიკა ბროლაძე უნგრეთის სარეიტინგოს ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

News image

13 ივლ, 2026

თავისუფალი ჭიდაობა - 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

News image

16 ივლ, 2026

4 მედალი პირველ დღეს - ქართველები უნგრეთის სარეიტინგო სერიაზე

News image

16 ივლ, 2026

უნგრეთის სარეიტინგო - ჩხიტუნიძემ ნაკრებს მე-5 მედალი მოუტანა

News image

19 ივლ, 2026

ბერძნულ-რომაული - ნიკა ბროლაძე უნგრეთის სარეიტინგოს ჩემპიონი გახდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება