ჯორჯო კიელინიმ ალესანდრო დელ პიეროს ხასიათი გაიხსენა.
„სან სიროზე მილანს 0:0 ვეთამაშეთ და გასახდელში ფეხბურთელები კმაყოფილები შევედით. მილანი ძლიერი გუნდი იყო, ჩვენ კი ახალ პროექტში პირველ ნაბიჯებს ვდგამდით.
დელ პიერო გაბრაზებული ყველაფერს ფეხებს ურტყამდა. ბუფონის გარდა, მას ყველა გაკვირვებული იყო, ჯიჯიმ კი გვითხრა, რომ დავანებოთ თავი და დრო მივცეთ.
მოგვიანებით, ალექსმა დაგვირეკა და გვითხრა: "თქვენი ფრით კმაყოფილება მაღიზიანებს. მენტალობაში მოსამატებელი გვაქვს, იმიტომ რომ იუვენტუსისთვის ფრე წაგებას უდრის. შეუშვით ეს თქვენს თავებში."
იმ დღეს მივხვდი, თუ რას ნიშნავს იუვენტუსის მაისურის ტარება." - აღნიშნა კიელინიმ.