კილიან მბაპე პიჩიჩის ჯილდოს მფლობელი გახდა.
Marca-ს მიერ ჩატარებულ ცერემონიაზე ფრანგ ფეხბურთელს პიჩიჩის სახელობის ჯილდო გადაეცა იმისთვის, რომ გასულ სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„მადლობა Marca-ს წარმომადგენლებს ამ ჯილდოსთვის. მადლობა რეალს და მთელ გუნდს, იმიტომ რომ მათ გარეშე ამ ჯილდოს ვერ მოვიგებდი. ჩემთვის ეს დიდი პატივია, ბედნიერი ვარ. იმედია, კიდევ არაერთ მსგავს ჯილდოს მოვიგებ." - აღნიშნა ფრანგმა.
გასულ სეზონში მბაპემ ლა ლიგის მაისურით 34 მატჩში 31 გოლი გაიტანა და რობერტ ლევანდოვსკის აჯობა.
ფრანგი ამ სეზონშიც ლიდერობს ბომბარდირთა დავას 13 მატჩში გატანილი 13 გოლით.