ესპანიოლის მთავარმა მწვრთნელმა, მანოლო გონსალესმა ლა ლიგის მატჩების დროის განაწილება გააკრიტიკა.
„სირცხვილია, რომ მუდმივად ორშაბათს გვიან ღამით ვთამაშობთ.
ლა ლიგა თითქოს სტადიონების შევსებას ცდილობს, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რატომ არ მოდის ხალხი. მეორე დღეს ხალხს სამსახური აქვს. მათ სხვა ლიგებისგან ძალიან ბევრი რაღაცის სწავლის საჭიროება აქვთ.
ზაფხულსა და ზამთარში თამაში ერთი და იგივე არ არის. წარმოიდგინეთ, რა ყინვებია ზამთარში საღამოს 9 საათზე. გერმანიაში რას აკეთებენ? შუადღეს თამაშობენ.
პრემიერ ლიგაც კარგი მაგალითია. თანაც მათ ბევრად უკეთესი ფინანსური განაწილება აქვთ ყველა კლუბისთვის.
ეს მარტივი ლოგიკაა, მე მშურს პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის. ყველა მატჩზე სტადიონები სავსეა, მაშინ როცა ესპანეთში არაფერს აქვს აზრი.“ - განაცხადა გონსალესმა.