ვინისიუსის და მადრიდის რეალის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე ჩიხში შევიდა.
ბრაზილიელს კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მხარეები დიდი ხანია შეთანხმების გახანგრძლივებას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
გამოცემა The Athletic-ში მომუშავე ესპანელი ჟურნალისტი მარიო კორტეგანა იტყობინება, რომ ვინისიუსმა პირადად ფლორენტინო პერესმა შეატყობინა, რომ მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოსთან გაფუჭებული ურთიერთობის ფონზე, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს.
ეს შეხვედრა პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის გასულ თვეში შედგა, თუმცა სიტუაცია დღესაც არ შეცვლილა.
როგორც ხსენებულ ჟურნალისტს ფეხბურთელთან დაახლოებულმა პირმა უთხრა, ვინისიუსის აზრით, ალონსო მას უსამართლოდ ექცევა.
ვინისიუსის ხელფასი მოქმედი კონტრაქტის თანახმად წლიურად 18 მილიონ ევროს შეადგენს. კლუბმა მას ანაზღაურების 20 მილიონამდე გაზრდა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
საპასუხოდ, ფეხბურთელის წარმომადგენლებმა რეალს კლუბის ისტორიაში უდიდესი კონტრაქტი მოსთხოვეს - საავტორო უფლებების და ბონუსების ჩათვლით დაახლოებით ისეთი, როგორიც თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს ჰქონდა.
ამ ყველაფრის ფონზე, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მკვდარ წერტილზეა მისული და ჯერჯერობით, არ იძვრის.
ცნობისთვის, ვინისიუსს ბოლო 10 მატჩში რეალის მაისურით არც გოლი და არც საგოლე პასი არ გაუფორმებია.