ნიკ კირგიოსი პროფესიულ ტურს უბრუნდება და ბრისბენის ტურნირზე ითამაშებს. ამის შესახებ ტურნირის ორგანიზატორებმა განაცხადეს.
ეპატაჟურ ავსტრალიელს 2022 წლის ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, ტრავმების გამო, ნორმალურად პრაქტიკულად არც ერთ ტურნირზე უთამაშია - თუ საგამოფენო მატჩებს არ ჩავთვლით, 3 წლისა და 3 თვის განმავლობაში, 8 შეხვედრა ჩაატარა.
ბრისბენის ტურნირის 2018 წლის ჩემპიონი ვაილდქარდს მიიღებს იმისთვის, რომ 4-დან 11 იანვრის ჩათვლით გასამართ წლევანდელ გათამაშებაზე მონაწილეობის საშუალება მიეცეს.
იქამდე, კირგიოსი ითამაშებს საყოველთაოდ დაანონსებულ მატჩში, რომელიც "სქესთა ბრძოლითაა" ცნობილი - 28 დეკემბერს, დუბაიში, ქალთა რეიტინგის ლიდერი არინა საბალენკა კაცთა რეიტინგის 673-ე ნომერ ნიკ კირგიოსს შეხვდება.