იტალიის სერია C-ს კლუბ ტერნანას ახალი პრეზიდენტი 23 წლის კლაუდია რიცო გახდა.
ის ტერნანას 100-წლიანი არსებობის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. კლაუდია ბიზნესმენ ჯანლუიჯი რიცოს ქალიშვილია, რომელმაც იტალიური კლუბი შეიძინა.
ტერნანამ იტალიელი გულშემატკივრების ყურადღება გასულ სეზონშიც მიიპყრო, როცა მაშინდელმა პრეზიდენმა სტეფანო დ'ალესანდრომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იგნასიო აბატე გაათავისუფლა.
ამის მიზეზი კი აბატეს მხრიდან პრეზიდენტის შვილის უთამაშებლობა იყო, გათავისუფლების შემდეგ გუნდის ფეხბურთელებმა პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს და მას აბატეს კვლავ მწვრთნელად დანიშვნა მოუწია.
რაც შეეხება 23 წლის რიცოს, ის იტალიური პროფესიონალური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.
