იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კოპა ამერიკა 2024 - მოქმედი ჩემპიონი დებიუტანტის წინააღმდეგ პირველ 1/2 ფინალში
ფეხბურთიფეხბურთი

კოპა ამერიკა 2024 - მოქმედი ჩემპიონი დებიუტანტის წინააღმდეგ პირველ 1/2 ფინალში

09 ივლ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევრო 2024-თან ერთად, ნახევარფინალური ეტაპი იწყება კოპა ამერიკაზეც, სადაც კოპას და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები ტურნირის დებიუტანტს, კანადის ნაკრებს დაუპირისპირდება.


არგენტინა - კანადა [04:00]


არგენტინის ნაკრები ტურნირს თავიდანვე მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდებოდა და ამ დრომდე ამ სტატუსის გამართლებას ახერხებს, გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 3-დან 3 გამარჯვება მოიპოვა და 1/4 ფინალში გასვლა საწყისი ორი მატჩის შემდეგ მოახერხა. 


საინტერესოა, რომ არგენტინისთვის კოპა ამერიკა კანადასთან მატჩით დაიწყო - გუნდები ერთმანეთს ჯგუფის პირველ მატჩში დაუპირისპირდნენ და მოქმედმა ჩემპიონებმა დამაჯერებელი გამარჯვება (2:0) მოიპოვეს. 


შემდეგ იყო გამარჯვება ჩილესთან (1:0), ჯგუფის ბოლო მატჩში კი არგენტინამ პერუს 2:0 სძლია და მეოთხედფინალში გოლგაუშვებლად გავიდა.


მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში არგენტინელთა მეტოქე ეკვადორი იყო, რომელსაც ალბისელესტე 1:0 უგებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს გოლი გაუშვეს და გამარჯვებულის ბედის გამოვლინება პენალტების სერიას დასჭირდა, სადაც ისევ ემი მარტინესმა იყოჩაღა და ლეო მესის გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის მიუხედავად, თავისი ნაკრები 1/2 ფინალში გაიყვანა.


კანადამ კოპაზე თავისი პირველი მატჩის არგენტინასთან წაგების შემდეგ, მეორე შეხვედრაში 59-ე წუთიდან კაცნაკლულად მოთამაშე პერუს 74-ზე გატანილი გოლით მოუგო, ბოლო ტურში 27-ე წუთიდან კაცნაკლულ ჩილესთან უგოლო ფრე ითამაშა და ჯგუფიდან 4 ქულით, მე-2 ადგილიდან გავიდა.


1/4 ფინალში კანადელების მეტოქე ვენესუელა იყო. მატჩი არგენტინა - ეკვადორის მსგავსად 1:1 დასრულდა და გამომდინარე იქიდან, რომ ფინალის გარდა კოპაზე არცერთ სხვა ეტაპზე ექსტრა-ტაიმები არ არსებობს, გამარჯვებულის ბედი აქაც პენალტებში გამოვლინდა და კანადა თავის სადებიუტო ევროზე პირდაპირ 1/2 ფინალში გავიდა.


არგენტინისა და კანადას ურთიერთშეხვედრების ისტორია მხოლოდ ორ მატჩს ითვლის - პირველი 2010 წელს გაიმართა (ამხანაგური), როცა არგენტინამ მსოფლიოსთვის მზადების პროცესში 5:0 იმარჯვა, მეორე კი ახლახანს - 21 ივნისს, ამ მატჩის შესახებ უკვე ზემოთ მოგიყევით და ახლა მხოლოდ იმას გაგიმეორებთ, რომ ალბისელესტემ 2:0 მოიგო.


არგენტინელების კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი ლეო მესი ჯერჯერობით შედარებით სუსტ ევროს ატარებს - მას გოლებში მონაწილეობა ამ დრომდე არ მიუღია, ეკვადორთან კი საერთოდ პენალტიც გააფუჭა. ამბობენ, ლეო გარკვეული დისკომფორტით თამაშობსო.


სავარაუდო შემადგენლობები


არგენტინა: მარტინესი, მოლინა, ლისანდრო, ტალიაფიკო, მაკალისტერი, დე პაული, დი მარია, მესი, ლაუტარო, ალვარესი


კანადა: კრეპო, ჯონსტონი, ბომბიტო, კორნელიუსი, დევისი, კონტე, ეუსტაკიო, ლარეია, დევიდი, შაფელბურგი, ლარინი.


ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

argentina
კანადა
კოპა ამერიკა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბორჯღალოსნების შემადგენლობა კანადის წინააღმდეგ დასახელდა

•ქართული

ქართული

ბორჯღალოსნების შემადგენლობა კანადის წინააღმდეგ დასახელდა
•ქართული

ქართული

ბორჯღალოსნებმა ერთა თასზე კანადა გაანადგურეს

•ქართული

ქართული

ბორჯღალოსნებმა ერთა თასზე კანადა გაანადგურეს
•ქართული

ქართული

მესის შემცვლელი არ ჰყავს - სკალონის შოკისმომგვრელი აღიარება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის შემცვლელი არ ჰყავს - სკალონის შოკისმომგვრელი აღიარება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პირველად მესის გარეშე - არგენტინა ურუგვაისთან დამარცხდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პირველად მესის გარეშე - არგენტინა ურუგვაისთან დამარცხდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

05 ნოე, 2026

ბორჯღალოსნების შემადგენლობა კანადის წინააღმდეგ დასახელდა

News image

07 ნოე, 2026

ბორჯღალოსნებმა ერთა თასზე კანადა გაანადგურეს

News image

12 ნოე, 2026

მესის შემცვლელი არ ჰყავს - სკალონის შოკისმომგვრელი აღიარება

News image

9 სთ წინ

VIDEO: პირველად მესის გარეშე - არგენტინა ურუგვაისთან დამარცხდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება