უეფას კონფერენს ლიგის მე-3 ტურში კოპენჰაგენისა და იბერია 1999-ის დაპირისპირებას ირლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
შეხვედრის მთავარი არბიტრი რობ ჰენესი იქნება, რომელსაც ასისტენტობას თანამემამულეები, დერმოტ ბროტონი და ემეტ დინანი გაუწევენ. მე-4 მსაჯის ფუნქციას დემიენ მაკგრეითი შეასრულებს.
VAR-ის ოთახში შოტლანდიელი მსაჯები იმუშავებენ. ვიდეოასისტენტი კევინ კლენსია, ხოლო მისი დამხმარის ფუნქციას კრისტოფერ გრეჰემი შეითავსებს.
35 წლის ირლანდიელმა რობ ჰენესიმ, 2026/27 წლების სეზონში უეფას ეგიდით 3 შეხვედრა განსაჯა.
ჰენესიმ 2 მატჩი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იმსაჯა, 1 კი - უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში. ამ 3 შეხვედრაში მან ფეხბურთელებს 14 ყვითელი და 1 პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა.
ერთა ლიგაზე ფინეთისა და ალბანეთის დაპირისპირებაში (2:1), ირლანდიელმა არბიტრმა 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათი გამოიყენა.
კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე რუნავიკისა და ლუგანოს შეხვედრაში (2:2) 1 ყვითელი ბარათი აჩვენა.
განსაკუთრებით უხვბარათიანი გამოდგა დრიტასა და ინტერ ესკალდესის დაპირისპირება (2:2), რომელშიც ჰენესიმ ფეხბურთელები 9-ჯერ გააფრთხილა.
ამრიგად, მიმდინარე სეზონში უეფას ტურნირებზე ირლანდიელი მსაჯი საშუალოდ 4.67 ყვითელ ბარათს აჩვენებს მატჩში.
კოპენჰაგენისა და იბერიას მატჩი 5 ნოემბერს, 23:55 საათზე დაიწყება.
ჩვენები ევროპულ არენაზე: კოპენჰაგენი - იბერია