• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
კრიტიკული ბერნაბეუ - მბაპემ მედიასთან საუბარზე უარი თქვა
ფეხბურთიფეხბურთი

კრიტიკული ბერნაბეუ - მბაპემ მედიასთან საუბარზე უარი თქვა

08 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში, ბაიერნი მიუნხენის წინააღმდეგ განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, რეალ მადრიდის ბანაკში აშკარა იმედგაცრუება სუფევდა, თუმცა ეს ემოცია ყველაზე მძაფრად კილიან მბაპეზე აისახა.

ფრანგმა გაიტანა გოლი, რომელიც მადრიდელებს განმეორებითი მატჩის წინ იმედს უნარჩუნებს. როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ იყო მისი უკმაყოფილების დასამალად, რაც სანტიაგო ბერნაბეუზე საფინალო სასტვენის შემდეგ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

გამოცემა SPORT-ის ცნობით, მბაპემ მოედანი აშკარად გაღიზიანებულმა დატოვა და მატჩისშემდგომი ფორმალობების მიმართ ინტერესი არ გამოუჩენია. მოედანზევე მოკლე ინტერვიუზე მან მკაცრი უარი განაცხადა. ფორვარდმა უბრალოდ თქვა „არა“ და წავიდა. ის არც კამერებს დალაპარაკებია, არც გულშემატკივრებს და არც თანაგუნდელებთან ჰქონია ბევრი კონტაქტი.

მისი ასეთი რეაქციის გასაგებად თავად თამაშს უნდა შევხედოთ. მბაპეს რამდენიმე მომენტი ჰქონდა ანგარიშზე გავლენის მოსახდენად, თუმცა მანუელ ნოიერმა, რომელმაც ფანტასტიკური სეივების სერია შემოგვთავაზა, მას გზა გადაუღობა. მიუხედავად იმისა, რომ მბაპემ საბოლოოდ იპოვა გზა კარისკენ და სხვაობა შეამცირა, გამოუყენებელი შანსები მასზე მძიმედ აისახა.

მისი გაღიზიანება მხოლოდ საკუთარი თამაშით არ ყოფილა გამოწვეული. მბაპეს უკმაყოფილება ბერნაბეუზე არსებულმა ატმოსფერომაც გამოიწვია. მატჩის სხვადასხვა ეპიზოდში გულშემატკივართა ნაწილმა უკმაყოფილება გამოხატა. ეს ეხებოდა როგორც თავად მბაპეს, ისე ვინისიუს ჟუნიორსაც არაზუსტი გადაცემების შემდეგ.

მბაპესთვის ასეთი რეაქცია რთული მისაღები აღმოჩნდა, განსაკუთრებით შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე. მისი პერსპექტივიდან, სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩში გუნდს ტრიბუნებიდან მხარდაჭერა სჭირდებოდა და არა კრიტიკა. მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს შორის არსებულმა ამ გაუცხოებამ მატჩის ბოლოს მისი იმედგაცრუება კიდევ უფრო გააღრმავა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
მბაპე
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

დიდიე დეშამი მადრიდის რეალის მოკლე სიაშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიდიე დეშამი მადრიდის რეალის მოკლე სიაშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლენარტ კარლი ტრავმირებულია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლენარტ კარლი ტრავმირებულია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეფორმები არ იქნება - რეალის ოფიციალური განცხადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეფორმები არ იქნება - რეალის ოფიციალური განცხადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რემონტადის მოლოდინში: ბარსელონა სასწაულისთვის ემზადება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რემონტადის მოლოდინში: ბარსელონა სასწაულისთვის ემზადება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

დიდიე დეშამი მადრიდის რეალის მოკლე სიაშია

News image

3 სთ წინ

ლენარტ კარლი ტრავმირებულია

News image

7 სთ წინ

რეფორმები არ იქნება - რეალის ოფიციალური განცხადება

News image

7 სთ წინ

რემონტადის მოლოდინში: ბარსელონა სასწაულისთვის ემზადება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება