ტიბო კურტუამ ტრავმის გამო შესაძლოა უფრო დიდი პერიოდი გამოტოვოს.
თავდაპირველი ვარაუდით, ბელგიელ მეკარეს დაზიანების გამო 2-3 კვირა უნდა გასცდენოდა.
ESPN-ს ინფორმაციით, კურტუას გამოჯანმრთელების პროცესმა შესაძლოა 3-4 კვირა გასტანოს, რადგან მისი ამჟამინდელი დაზიანება არის წინა ტრავმის რეციდივი, რომელიც მან 29 სექტემბერს, ატლეტიკოსთან გამართულ მადრიდულ დერბიში მიიღო.
შესაბამისად, კურტუას დაბრუნება შესაძლოა გადაიწიოს და ბელგიელი მოედანზე მხოლოდ ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდეს.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ტიბო ბარსელონასთან, ვალენსიასთან და მილანთან მატჩებს გამოტოვებს, ასევე ეჭვქვეშ დგას მისი მონაწილეობა ოსასუნასთანაც.