ფორმულა 1-ში ლას ვეგასის გრან პრი იმართება.
კვალიფიკაცია რთულ პირობებში წარიმართა. წვიმამ პილოტებს დამატებითი პრობლემები შეუქმნა და მათ სველი და გარდამავალი ტიპის საბურავებით მოუწიათ ასპარეზობა.
საბოლოოდ კვალიფიკაციაზე უსწრაფესი წრე (1:47.934) მაკლარენის ბრიტანელმა მრბოლელმა და ჩემპიონატის ლიდერმა, ლანდო ნორისმა დააფიქსირა და რბოლას პირველი პოზიციიდან დაიწყებს.
მეორე პოზიციაზე რედ ბულის ნიდერლანდელი პილოტი, მაქს ვერსტაპენი (+0.323) იქნება, მე-3 ადგილი კი მოულოდნელად უილიამსის ესპანელმა მრბოლელმა, კარლოს საინსმა (+0.362) დაიკავა.
საჩემპიონო დავაში მყოფი კიდევ ერთი პილოტი, ოსკარ პიასტრი რბოლას მე-5 პოზიციიდან დაიწყებს. კვალიფიკაციის პირველი სეგმენტი ვერ გადალახეს კიმი ანტონელიმ (მე-17) და ლუის ჰამილტონმა (მე-20).
ლას ვეგასის რბოლა 23 ნოემბერს 08:00 საათზე დაიწყება, მრბოლელები კი სტარტზე ამ თანმიმდევრობით დადგებიან.
