მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი აგენტების ბაზარზე, ლეიკერსის მიმართულებით, მნიშვნელოვანი აქტივობა არ ყოფილა, როგორც ჩანს, კლუბი კულისებში მაინც აქტიურად მუშაობს.
რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ორი მოთამაშე, რომლებიც ლეიკერსს უკავშირდებოდნენ, სანდრო მამუკელაშვილი და ქუენტინ გრაიმსი, სავარაუდოდ ლოს ანჯელესურ კლუბთან გააფორმებენ კონტრაქტებს.
NBA-ს ცნობილმა ჟურნალისტმა მარკ სტეინმა X-ზე დაწერა, რომ ლიგაში გავრცელებული მოსაზრებით, ორივე მოთამაშე ლეიკერსთან შეთანხმებას მიაღწევს.
ყველაზე რეალისტური სცენარის მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი Room Exception-ის მეშვეობით გააფორმებს დაახლოებით 9-მილიონიან კონტრაქტს მიმდინარე სეზონისთვის, ხოლო მეორე ხელშეკრულებას დაახლოებით 10 მილიონ დოლარად არსებული სახელფასო სივრციდან მიიღებს.
ეს ლეიკერსს საკმარის სივრცეს დაუტოვებს, რათა უოკერ კესლერის დამატებაზეც იმუშაოს.
მას შემდეგ, რაც ლუკ კენარდი ფინიქს სანსში გადავიდა, ლეიკერსს სათადარიგო სკამიდან მცველი სჭირდება და გრაიმსი ამ საჭიროებას იდეალურად ავსებს.
რაც შეეხება მამუკელაშვილს, ჯერ უცნობია, განიხილება თუ არა ის რუი ჰაჩიმურას შემცვლელად, თუ უბრალოდ როტაციის დამატებით წევრად.