ლევერკუზენის გენერალურმა დირექტორმა, ფერნანდო კარომ დაადასტურა, რომ ჩაბი ალონსოსთან სიტყვიერი შეთანხმება აქვს.
„ჩაბისთან ჯენტლმენური შეთანხმება გვაქვს - თუ მისი დანიშვნა რომელიმე იმ კლუბს ენდომება, რომელშიც მას უმუშავია, წინ არ აღვუდგებით.
ალონსოს მომავალი უახლოეს სამ თუ ოთხ კვირაში უნდა გაირკვეს, მუდმივად ეჭვებში ვერ ვიქნებით.
რეალთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს." - აღნიშნა გერმანული კლუბის დირექტორმა.
როგორც იცით, ალონსოს დანიშვნით მადრიდის რეალია დაინტერესებული, რომელიც სეზონის ბოლოს უდიდესი ალბათობით კარლო ანჩელოტის დაემშვიდობება.