უნგრელი ნახევარმცველი, დომინიკ სობოსლაი ლივერპულთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ინგლისურმა კლუბმა 25 წლის ფეხბურთელთან ახალი შეთანხმების თაობაზე პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწია - ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი ავრცელებს.
სობოსლაის მოქმედი ხელშეკრულება მერსისაიდულ გუნდთან 2028 წლამდეა გათვლილი.
პრემიერ ლიგის გასულ სეზონში უნგრელმა ნახევარმცველმა წითლების მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.