იბრაჰიმა კონატე ლივერპულს დატოვებს - ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.
ფრანგ ცენტრალურ მცველს კონტრაქტი რამდენიმე კვირაში, 1 ივლისს ეწურება და ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ჯერ ვერ შედგა.
„წითლებისა“ და მათი ვარსკვლავი მცველის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები უკვე თვეებია მიმდინარეობს. აპრილში თავად ფეხბურთელმა მიანიშნა, რომ ლივერპულთან ახალი შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო.
თუმცა როგორც იწერება საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა და ფრანგი მცველი ლივერპულს მოჰამედ სალაჰთან და ენდრიუ რობერტსონთან ერთად დატოვებს, რომლებიც ასევე კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ მიდიან კლუბიდან.
ახლა ლივერპულს მომავალი სეზონის წინ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელის ჩანაცვლება მოუწევს.
თუმცა შესაძლოა კლუბს უკვე ჰყავდეს მზადმყოფი შემცვლელი - ჟერემი ჟაკე, რომელიც ამ ზაფხულს გუნდს შეუერთდება. „წითლებმა“ ჟაკე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში 60 მილიონ ფუნტად შეიძინეს და შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი 1 ივლისამდე რენში დარჩებოდა.