ენდრიუ რობერტსონი პრემიერ ლიგაში რჩება.
შოტლანდიელმა მარცხენა მცველმა ლივერპული სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, რობერტსონი კარიერას ლონდონის ტოტენჰემში გააგრძელებს, რომელიც მის ხელში ჩაგდებას იანვრის შემდეგ ცდილობს.
მიუხედავად იუვენტუსის მხრიდან გაჩენილი ინტერესისა, მოსალოდნელია, რომ შოტლანდიელი საბოლოოდ მაინც ტოტენჰემს შეუერთდება, რომელთანაც სიტყვიერ შეთანხმებას კონტრაქტზე უკვე მიაღწია.
32 წლის ფეხბურთელმა ლივერპულში 9 სეზონი გაატარა და კლუბთან ერთად ორი პრემიერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ტიტულების მოგება მოახერხა.