პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე მანჩესტერ სიტიდან პეპ გვარდიოლას წასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქელების მთავარი მწვრთნელი პოსტს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებდა.
„არ მჯერა, რომ პეპ გვარდიოლა მიდის. არ მჯერა ამის და არც მინდა დავიჯერო, რადგან ვისურვებდი, რომ ის კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩენილიყო.
როდესაც ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ის ამ სამუშაოს შესახებ მეკითხებოდა. მას ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ ნაკრების მწვრთნელი გამხდარიყო. არ ვფიქრობ, რომ ის იტალიას ჩაუდგება სათავეში, თუმცა ამის გამორიცხვაც არ შეიძლება.
ვისურვებდი, რომ პეპი უმაღლეს დონეზე კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ვიხილო, რადგან ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია — ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია. ეს ტიტულების რაოდენობის გამო კი არა, იმის გამოა, რასაც ის გადმოსცემს, როგორ აკეთებს ამას, როგორ შეცვალა თამაში და როგორ ბედავს ცენტრალური მცველების წინ წამოწევას ან ფლანგის მცველების ცენტრში გადაადგილებას.
ერთ დღესაც ის ცენტრალურ მცველებს თავდასხმაში ათამაშებს და ყველა მის კოპირებას დაიწყებს. ამის უნარი ძალიან ცოტას აქვს. მხოლოდ რჩეულებს. და ამაში ის ნომერი პირველია“, - განაცხადა ენრიკემ Movistar Plus-თან ინტერვიუში.