პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, კილიან მბაპეს შეცვლაზე ისაუბრა.
მონაკოსთან გუშინდელ მატჩში მწვრთნელმა ფრანგი ფეხბურთელი მოედნიდან შესვენებაზე გაიყვანა.
„ფეხბურთში დიდი ხანია ვარ და ვიცი, რომ ამ კლუბში ყველაფერი მნიშვნელოვანია.
ადრე თუ გვიან, მბაპეს გარეშე თამაში მოგვიწევს, ამიტომ ამას უნდა მივეჩვიოთ.
მბაპეს შეცვლის გადაწყვეტილება მე მივიღე. ვიქცევი ისე, როგორც მიმაჩნია, რომ გუნდისთვის არის უკეთესი." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.