ადემოლა ლუკმანის მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.
ინტერის პრეზიდენტმა ბეპე მაროტამ ნიგერიელი ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა.
„თუ შესაბამისი კონდიციები იქნა და ატალანტა მოლაპარაკებებისთვის გახსნილი იქნება, კონკრეტულ მოლაპარაკებებს დავიწყებთ.
თუ არადა, განსხვავებულ ვარიანტებზე გადავიტანთ ყურადღებას." - აღნიშნა ინტერის მეთაურმა.
ინტერი ლუკმანს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და მზადაა ატალანტას 40 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა ბერგამოელები მეტს ითხოვენ.