• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მადრიდის რეალიდან კიდევ ერთი შემტევი მიდის
ფეხბურთიფეხბურთი

მადრიდის რეალიდან კიდევ ერთი შემტევი მიდის

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალმა დღეს დილით ვალდებებასზე კვლავ ივარჯიშა, თუმცა ფრანკო მასტანტუონო ისევ არ გამოჩენილა გუნდურ ვარჯიშზე.


როგორც გუშინ, არგენტინელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებთან ერთად არ ივარჯიშა და დრო სავარჯიშო დარბაზში გაატარა.


მას ტრავმა არ აწუხებს, ის უბრალოდ ელოდება, რომ ფიორენტინაში მისი იჯარის ტრანსფერი საბოლოოდ გაფორმდეს.


არგენტინელი უკვე დათანხმდა ფიორენტინაში გადასვლას, ხოლო ორივე კლუბი ახლა იჯარის ბოლო დეტალებს ათანხმებს. შეთანხმება პრაქტიკულად დასრულებულია.


მასტანტუონო ძალიან ახლოსაა ფლორენციულ კლუბში გადასვლასთან, სწორედ ფიორენტინა იყო ის გუნდი, რომელმაც, როგორც MARCA-მ ერთი კვირის წინ დაწერა, პირველმა დაიწყო მოლაპარაკებები რეალთან და სერია A-ს სხვა კლუბებს დაასწრო.


სამშაბათს კლუბების წარმომადგენლები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა ფიორენტინას პროექტი საბოლოოდ მოიწონა.


მასტანტუონო ესაუბრა გუნდის მთავარ მწვრთნელ ფაბიო გროსოსა და სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის, რის შემდეგაც დარწმუნდა იმ მნიშვნელოვან როლში, რომელსაც იტალიური კლუბი მისთვის ამზადებს.


ფიორენტინა მას სთავაზობს იმას, რასაც რეალი ამ ეტაპზე ვერ ჰპირდებოდა - მეტ სათამაშო დროს, სტაბილურობასა და ლიდერის როლს, რათა ევროპულ ფეხბურთში საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოს.


მისი წასვლის ნიშნები ვალდებებასზე უკვე აშკარა იყო. რამდენიმე დღის წინ მას ავსტრიაში დაგეგმილი ამხანაგური მატჩისთვის განაცხადშიც არ მოხვდა, სიმბოლურად, სწორედ ფიორენტინას წინააღმდეგ.


ბოლო ორი დღე კი ის გუნდს გამოეყო და დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, სანამ იჯარის ტრანსფერი სრულდებოდა.


ახლა მხარეებს მხოლოდ ხელფასის განაწილების საკითხი აქვთ შესათანხმებელი. ეს არის ბოლო დეტალი, რომლის გადაწყვეტის შემდეგაც გარიგება ოფიციალურად დასრულდება.


ამის შემდეგ ფრანკო იტალიაში გაემგზავრება, სადაც ფიორენტინაში იჯარით ითამაშებს და სანტიაგო ბერნაბეუზე პირველი, საკმაოდ რთული სეზონის შემდეგ განვითარების შესაძლებლობას მიიღებს.


მასტანტუონომ წინასასეზონო მზადება უკვე იმ ცოდნით დაიწყო, რომ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით დარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო.


მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი ფეხბურთელის შესაძლებლობებითა და პროგრესით კმაყოფილი იყო, როგორც თავად მოურინიო, ისე კლუბი აცნობიერებდნენ, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება მას გაუჭირდებოდა.


სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ მისი განვითარებისთვის საუკეთესო გამოსავალი სხვა კლუბში რეგულარული სათამაშო პრაქტიკის მიღება იქნებოდა.


შეგახსენებთ, რომ მდარიდის რეალი უკვე ოფიციალურად კიდევ ერთმა შემტევმა, გონსალო გარსიამ დატოვა, რომელიც კარიერას ფულემში გააგრძელებს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფიორენტინა
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„მარადიულად მადლიერი ვარ", - ფორვარდი რეალს ემოციურად დაემშვიდობა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მარადიულად მადლიერი ვარ", - ფორვარდი რეალს ემოციურად დაემშვიდობა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსის აგენტის პოსტმა სატრანსფერო ხმები გააძლიერა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინისიუსის აგენტის პოსტმა სატრანსფერო ხმები გააძლიერა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს ეფექტი? ცნობილია, რას ითხოვს ვინისიუსი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპეს ეფექტი? ცნობილია, რას ითხოვს ვინისიუსი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადამწყვეტი 24 საათი? რა ხდება დიომანდეს ტრანსფერზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადამწყვეტი 24 საათი? რა ხდება დიომანდეს ტრანსფერზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 სთ წინ

„მარადიულად მადლიერი ვარ", - ფორვარდი რეალს ემოციურად დაემშვიდობა

News image

9 სთ წინ

ვინისიუსის აგენტის პოსტმა სატრანსფერო ხმები გააძლიერა

News image

7 სთ წინ

მბაპეს ეფექტი? ცნობილია, რას ითხოვს ვინისიუსი

News image

7 სთ წინ

გადამწყვეტი 24 საათი? რა ხდება დიომანდეს ტრანსფერზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება