საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის 3 დებიუტანტი ემზადება. გიორგი მოისწრაფიშვილმა, გიორგი მაისურაძემ და ნოდარ ყალიჩავამ ტრადიციული სიმბოლური სანაკრებო საჩუქრები ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისგან, ალექსანდრე იაშვილისგან, მიიღეს.
გიორგი მოისწრაფიშვილი
მადლობა მინდა გადავუხადო რამაზ სვანაძეს და სამწვრთნელო შტაბს ნდობის გამოცხადებისთვის. როგორც ყველა ფეხბურთელისთვის, ჩემთვისაც საოცარი გრძნობა იყო, როდესაც მითხრეს, რომ ეროვნულ ნაკრებში ვიყავი გამოძახებული. ჩემი თამაშით, ჩემი შრომით მინდა, რომ ამ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო და, რა თქმა უნდა, ჩემთვის უცხო გარემო არ არის, ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ, ერთად გვითამაშია და გუნდთან ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს.
გიორგი მაისურაძე
საჩუქარი, რომელიც ნაკრებისგან მივიღე, საპატიო ადგილს დაიკავებს ჩემს სახლში და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული საჩუქარია. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ხარ, როდესაც ეროვნულ ნაკრებში გიძახებენ. ძალიან მონდომებული უნდა იყო და მადლობა მინდა გადავუხადო რამაზ სვანაძეს, რომ მენდო. ვეცდები, ეს ნდობა გავამართლო და მაქსიმუმს გავაკეთებ ამ ნაკრებისთვის.
ნოდარ ყალიჩავა
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს. მადლობა სამწვრთნელო შტაბს. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა და, როგორც კი მექნება შანსი, რომ გუნდს დავეხმარო, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.
14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში შეხვდება.
ტრავმებზე, დებიუტანტებზე, მიზნებზე - სვანაძის სრული პრესკონფერენცია