ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიას UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ახალი თაობა უწოდა.
UFC-ის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაში უპირატესობას ილია თოფურიას ანიჭებს.
„თოფურია ახალი თაობაა. მჯერა, რომ გეიჯის აქვს მასთან გამკლავების შანსი, თუმცა ის ცოტა დაბერდა.
ჯასტინი კარგი მებრძოლია, ლეგენდაა. მას ბევრი ბრძოლა აქვს ჩატარებული, მაგრამ ახლა მსუბუქ დივიზიონში ილიას დრო დადგა“, — განაცხადა მახაჩევმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთს UFC Freedom-ის მთავარ მოვლენაზე დაუპირისპირდებიან. ტურნირი 14 ივნისს, თეთრ სახლში გაიმართება.
მახაჩევმა თოფურია-გეიჯის ბრძოლაზე საკუთარი პროგნოზიც გააკეთა: „ეს ბრძოლა სრულ დისტანციას ნამდვილად ვერ გასტანს“.