მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
05 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 30-ე ტურში ვალენსიამ სტუმრად მადრიდის რეალი დაამარცხა.
VIDEO: მამარდამ ვინისიუსს პენალტი აუღო
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და ღამურების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ვალენსიას რიგებში საუკეთესო ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც პირველ ტაიმში ვინისიუსს პენალტი აუღო, ჯამურად თავისი გუნდი 8-ჯერ გადაარჩინა და ოფიციალურად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
გოლების გატანა ვალენსიას მხრიდან დიახაბიმ და უგო დურომ, რეალიდან კი ვინისიუსმა მოახერხეს.
რეალის ანგარიშზე 63 ქულა დარჩა და ბარსელონას დღეს საღამოს 6 ქულით წინ გაქცევის შანსი ეძლევა, ვალენსია კი 34 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას 7 ქულით არის ჩამოშორებული.
გამოცემა SofaScore-მ მამარდას ამ მატჩისთვის 8.5 შეფასება დაუწერა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები