გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე მის გუშინდელ ინტერვიუზე ისაუბრა.
მამარდაშვილი: "კვარაცხელია მთელ ესპანეთზე უკეთესია" - მარკას გარეკანი
"რაც შეეხება გუშინდელ ჩემს ინტერვიუს კვარას შესახებ, რა თქმა უნდა, მე როგორც რიგითი ქართველი, კვარას ვგულშემატკივრობ და ვფიქრობ, რომ ის საუკეთესოა მსოფლიოში და ერთ-ერთი მათგანია, ვისაც შეუძლია მოიგოს ოქროს ბურთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ესპანელ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ. ჩემი პატივისცემა მათ და რა თქმა უნდა, ძალიან მაგრები არიან ისინიც, მაგრამ მე როგორც რიგით ქართველს, მგონია, რომ კვარა არის მსოფლიოში საუკეთესო." - ავრცელებს მამარდაშვილის სიტყვებს Geo Team.
ესპანეთისა და საქართველოს 1/8 ფინალური მატჩი 30 ივნისს 23:00-ზე გაიმართება. შეხვედრა კიოლნში ჩატარდება.