ტორონტო რეპტორსის ახალწვეულმა სანდრო მამუკელაშვილმა მედიასთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
"მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ როტაციის ნაწილი ვარ, NBA-ში 10 წელი ყოფნა და ჩემი კვალის დატოვება შემიძლია. სან ანტონიომ ორწელიწადნახევრის განმავლობაში ეს პლატფორმა მომცა, მაგრამ ვფიქრობ, დრო იყო, რომ შემდეგი ნაბიჯი გადამედგა და ტორონტო დიდებული და შესაფერისი ვარიანტია.
ძალიან აღტაცებული ვარ აქ ყოფნით და რაც შემიძლია, ყველაფერს გავიღებ ორგანიზაციისთვის, ქალაქისთვის და გულშემატკივრებისთვის. ასევე ტორონტოში დიდი ქართული საზოგადოებაა, ამიტომ ველოდები თამაშის დროს დროშების დანახვას.
გულშემატკივრები საოცარნი არიან, დარკო (რაიაკოვიჩი, რეპტორსის თავკაცი) ევროპელი მწვრთნელია, მას ესმის ევროპული სტილის თამაში. მწვრთნელს ვესაუბრე და მითხრა, რომ პირველი და ყველაზე მნიშნველოვანი რამ ბოლომდე თამაშია. მან თქვა, რომ ჩვენ ძალიან აგრესიულ დაცვას ვთამაშობთ და ვფიქრობ, ეს ჩემნაირ მოთამაშეს ეხმარება. როცა აგრესიული ხარ, შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ როცა ბოლომდე თამაშობ, ხშირ შემთხვევაში შეცდომას არ უშვებ.
ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომელთაც სურთ, რომ უკეთესი გახდნენ და შემდეგ ეტაპზე ერთად გადავიდეთ. არაფერი იმაზე უკეთესი, ვიდრე ამის ნაწილად ყოფნა, სადაც შეგიძლია გაიზარდო, გახდე უკეთესი როგორც მოთამაშე და იყო ისეთი ადამიანების გარშემო, რომელიც ძალიან მოტივირებული არიან, რომ უკეთესი გახდნენ." - განაცხადა ქართველმა.
სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტო რეპტორსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც 5.26 მილიონ დოლარს მიიღებს.