სანდრო მამუკელაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით სან ანტონიო სპურსს დაემშვიდობა.
"მადლობა, რომ ისეთი მიმიღეთ როგორიც ვარ, ყოველთვის მხარს მიჭერდით და მაძლევდით შესაძლებლობას, რომ სპური ვყოფილიყავი.
სან ანტონიო დამეხმარა გავმხდარიყავი უკეთესი ადამიანი როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ამ ქალაქისა და ორგანიზაციის ყოველთვის მადლიერი ვიქნები.
მამუ წავიდა." - წერს ქართველი კალათბურთელი.
სანდრო მამუკელაშვილი კარიერას ტორონტო რეპტორსში გააგრძელებს. კანადურმა ორგანიზაციამ აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა.