VIDEO: ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიასთან დამარცხდნენ
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაგბის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა 3 ლელოს დადება მოახერხეს, საპასუხოდ 6 მიიღეს და 38-19 დამარცხდნენ.
ჩვენი მხრიდან ლელოები ხელაძემ, შიოშვილმა და ხახუბიამ მიითვალეს, ორ შემთხვევაში კი გარდასახვა წარმატებით თაყაიშვილმა შეასრულა.
ჯგუფის მეორე მატჩში ტურნირის მასპინძელმა იტალიამ ირლანდია 18-16 დაამარცხა.
ბოლო ტურის წინ ჯგუფს სათავეში ახალი ზელანდია უდგას 9 ქულით, მეორე ადგილზე ირლანდიაა 6 ქულით, მესამე ადგილს იტალია იკავებს 4 ქულით, ბოლოზე კი საქართველოა 2 ქულით.
ბოლო ტურში საქართველო იტალიას დაუპირისპირდება, ახალი ზელანდია კი ირლანდიას. მატჩები 9 ივლისს გაიმართება.