ბრაიან მბემომ მანჩესტერში გადასვლა შეაფასა.
მანკუნიანელებმა ფეხბურთელი 65+6 მილიონ ფუნტად ბრენტფორდიდან დაიმატეს.
„როგორც კი გავიგე, რომ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შანსი მქონდა, მაშინვე მივხვდი, რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენო და გავაფორმო კონტრაქტი ჩემი ოცნების კლუბთან, რომლის მაისურსაც ბავშვობიდან ვატარებდი.
ჩემი მენტალიტეტია - ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ. ვიცი, რომ მეყოფა გამბედაობა და ხასიათი, რომ აქ უფრო მაღალ დონეზე ავიდე, რუბენ ამორიმისგან ვისწავლო და მსოფლიო დონის ფეხბურთელების გვერდიგვერდ ვითამაშო.
მიყვებოდნენ აქაურ ატმოსფეროზე და სამომავლო გეგმებზე. ეს დაუჯერებელი სტადიონის მქონე უდიდესი კლუბია, საოცარი გულშემატკივრებით, ამიტომ ნამდვილად გვინდა რომ ყველა შესაძლო ტიტულისთვის ვიბრძოლოთ." - აღნიშნა მბემომ.