ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

მანჩესტერული დერბი, სტვენისთვის გამზადებული რეალი, აფრიკის თასის ფინალი და სხვა
ფეხბურთიფეხბურთი

მანჩესტერული დერბი, სტვენისთვის გამზადებული რეალი, აფრიკის თასის ფინალი და სხვა

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

გადავხედოთ, რას გვიმზადებს მიმდინარე სათამაშო უიქენდი ტოპ-ლიგებში.


შაბათი, 17 იანვარი


მან იუნაიტედი V მან სიტი [16:30]


მაიკლ კერიკის დებიუტი პირდაპირ პეპ გვარდიოლას მანქანის წინააღმდეგ შედგება. ამაზე რთული დასაწყისის წარმოდგენა ძნელია, თუმცა გარემოებები გარკვეულწილად მაინც მანჩესტერ იუნაიტედის სასარგებლოდ იხრება.


მანჩესტერ სიტის დაცვაში ტრავმების ეპიდემია აქვს — ჯონ სტოუნზი, იოშკო გვარდიოლი და რუბენ დიაში მწყობრიდან არიან გამოსულები, ამიტომ ბენიამინ შეშკოს გაჭრები ზურგს უკან ბრუნო ფერნანდეშის გადაცემების შემდეგ, შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს.


შეტევაშიც ყველაფერი იდეალურად არ არის: ერლინგ ჰალანდმა თამაშიდან გოლი თითქმის ერთი თვის წინ გაიტანა, ხოლო მთლიანად გუნდს ბოლო სამ ტურში მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი, მათ შორის ერთი პენალტიდან. სამაგიეროდ, პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს რაიან შერკი — ნოემბრის დასაწყისიდან ტოპ-5 ლიგებში მასზე მეტი საგოლე მოქმედება მხოლოდ დენის უნდავს, კილიან მბაპეს და ჰალანდს აქვთ.


მანჩესტერ იუნაიტედსაც საკუთარი პრობლემები არ აკლია, რომელთა მოგვარებას კერიკი მომდევნო ექვს თვეში ეცდება.


რეალი V ლევანტე [17:00]


რეალს შინ ელოდებიან. ბერნაბეუზე კითხვები მრავლადაა.


ალბასეტე… დავივიწყოთ ალბასეტე.


ალვარო არბელოა ბერნაბეუზე მწვრთნელის რანგში ბრუნდება. მოსალოდნელია ტრიბუნებიდან სტვენა და უკმაყოფილება ვინისიუს ჯუნიორის მისამართით. რამდენჯერ ახსენებენ ჩაბი ალონსოს სახელს? ალბათ არაერთხელ.


მადრიდი დიდი ხანია სახლში არ უთამაშია და ამ პერიოდში გუნდის ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა — სამეფო კლუბმა წააგო სუპერთასის ფინალი, გამოეთიშა ესპანეთის თასს, შეიცვალა მწვრთნელი და უკიდურესად უკმაყოფილოდ განაწყო მის წინააღმდეგ გულშემატკივრები.


ლევანტე გასავარდნ ზონას ებრძვის. გუნდმა იცის, როგორ ჩაიკეტოს საკუთარ საჯარიმოში და მოთმინებით ითამაშოს, თუმცა ეს სერიოზულ ბარიერად მაინც არ გამოიყურება. მიუხედავად ამისა, ალბასეტემ უკვე დაამტკიცა, რომ დღევანდელ რეალს უსიამოვნო სიურპრიზების მოწყობა შეუძლია. გამარჯვება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგული ქულების მიხედვით მეორე ადგილზე ისევ ვილიარეალი შეიძლება დაბრუნდეს.


ჩელსი V ბრენტფორდი [19:00]


როსენიორის გაცნობა პრემიერ ლიგასთან, უკვე მწვრთნელის რანგში


ლიამმა ორი ტესტი უკვე გაიარა ჩელსიში. ინგლისის თასზე დამაჯერებელი გამარჯვება ჩარლტონთან — 5:1. ლიგის თასზე მარცხი არსენალთან — 2:3. ორივე შემთხვევაში მრავლად იყო ექსპერიმენტები, ფეხბურთელების უკეთ გასაცნობად: ვიღაცამ მხოლოდ ფლანგი შეიცვალა, მაგალითად ჯეიმი გიტენსმა, ვიღაცამ პოზიცია — ენცო ფერნანდესმა, ვიღაცამ კი როლი გუნდის სტრუქტურაში — ჯოშ აჩემპონგმა. დაკვირვება საინტერესოა, თუმცა პროცესი სწრაფი აშკარად არ იქნება.


ახლა პრემიერ ლიგის ჯერი დადგა. პირველი ტესტი იქ მეხუთე ადგილზე მყოფი ბრენტფორდია. როსენიორს მინიმუმ ორი ამოცანის გადაჭრა დასჭირდება: პირველ რიგში, ბრენტფორდის საფირმო აუტების განეიტრალება, რომლებმაც ჩელსის პირველ წრეში დიდი ზიანი მიაყენა და მეორე — სისწრაფეზე დაფუძნებული კონტრშეტევების შეჩერება, რადგან კონტრშეტევებიდან გატანილი გოლების რაოდენობით ბრენტფორდი ტოპ-ლიგებს ლიდერობს.


ლაიფციგი V ბაიერნი [21:30]


ბუნდესლიგა 2025/26 6:0-ით დაიწყო. დროის გასვლამ აჩვენა, რომ ეს ბაიერნის სიძლიერის შედეგი იყო და არა ლაიფციგის სისუსტის. თავად ლაიფციგმა პირველ წრეში ორჯერ მოიგო 6:0, ბაიერნმა კი პირველი ნახევარი რეკორდული 47 ქულით, +53 ბურთების სხვაობით და 66 გოლით დაასრულა.


ლაიფციგი კარგად აგროვებს ქულებს მეორე ეშელონის გუნდებთან, მაგრამ თანაბარი დონის მეტოქეებთან უჭირს: მარცხი ბაიერნთან, ფრე დორტმუნდთან, წაგებები ბაიერთან და ჰოფენჰაიმთან — მხოლოდ შტუტგარტი დაამარცხეს. მეორე ნახევრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამ ტენდენციის შეწყვეტაა.


კალიარი V იუვენტუსი [23:45]


ახალი ვარსკვლავი, რომელიც იუვენტუსისთვის ზედმეტად ძვირია — იუვენტუსის წინააღმდეგ


უკვე ორი წელია ფრთხილად ვსაუბრობთ მარკო პალესტრაზე — ატალანტას 20 წლის აღზრდილზე. ზაფხულში ბერგამოელები რისკზე ვერ წავიდნენ და ის კალიარიში გაანათხოვრეს, თუმცა პალესტრამ პირველივე მატჩებიდან დაამტკიცა, რომ კლუბმა ზედმეტად ფრთხილად იმოქმედა. ის სერია A-ის პირველი ნახევრის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა ფლანგის მცველია.


პალესტრა ლიდერებს შორისაა დრიბლინგებში, წინ წაწევით მოძრაობებში, საჯარიმოში შეჭრებში, ჩაწოდებებსა და მოგებულ ორთაბრძოლებში. უკვე 40 მილიონს ითხოვენ და იუვენტუსი, რომელიც ინტერესს იჩენდა, უფრო იაფ ვარიანტზე გადაერთო.


თუ ეს მატჩის რეკომენდაციად არ გყოფნით, აი ზოგადი სურათი: ბოლო ერთი თვის იუვენტუსი ბურთით თამაშში ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური გუნდია კონტინენტზე.


ვილიარეალი ბარსასა და რეალს აკვირდება, მაგრამ ჯერ — ბეტისი ჰყავს


ბეტისს ისე აკლია ისკო, როგორც მაყურებელს მისი თამაში. თუმცა რეალობა ასეთია — მიზანი ვილიარეალის შეჩერებაა, გუნდისა, რომელიც ამ სეზონში ტოპ-2-ზე ფიქრობს.


მარსელინო ამას არ მალავს: ეს ვილიარეალი ბარსას უნდა ანერვიულებდეს. ხმამაღალი სიტყვებია, ახლა კი ბეტისის წინააღმდეგ უნდა ვნახოთ, რამდენად მზად არიან. მეორე მხარეს მანუელ პელეგრინი და ანტონია. ბეტისი ფორმაში არ არის, მაგრამ სახლში ნებისმიერ ტოპ-გუნდს ანერვიულებს. ბოლო წლებში მათი შეხვედრები ყოველთვის სანახაობრივია. მარსელინოსა და პელეგრინის სამწვრთნელო დუელი უკვე ინტერესს იწვევს, ისევე როგორც ბრძოლა არაგრანდებს შორის ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსისთვის — გიორგი მიქაუტაძე პაბლო ფორნალსის წინააღმდეგ.


სანახაობა იქნება.


კვირა, 18 იანვარი


აფრიკის თასის ფინალი


სენეგალი მაროკოს წინააღმდეგ — სრულიად დამსახურებული ფინალი


სენეგალმა ტურნირის მსვლელობისას ბალანსი გააუმჯობესა და ცენტრი გაამაგრა. ფინალში კალიდუ კულიბალი ვერ ითამაშებს, თუმცა შემცვლელები ჰყავთ. შეტევა სადიო მანეზეა აგებული, მაგრამ ის მარტო არ არის — ილიმან ნდიაის დრიბლინგიც დიდ როლს თამაშობს.


მაროკო მასპინძელია და შემადგენლობით ყველაზე ძლიერი გუნდია. ნახევარფინალში მათ ნიგერია გაანეიტრალეს, ტურნირის ყველაზე შემტევი ნაკრები. ბრაჰიმ დიასი თითქმის ყველა მატჩში იტანს, აიუბ ელ-კააბი მაკრატელებით, ხოლო იასინ ბუნუ პენალტების სერიაში გადამწყვეტ ფიგურად გამოიყურება.


ბარსელონას ზედიზედ 11 მოგება აქვს. სოსიედადის ჯერია?


ბარსელონამ კლასიკო მოიგო და უკვე მიჯრით 11 გამარჯვება დაუგროვდა. რაფინიას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მოიხსენიებენ, ლამინ იამალმა კი რეალის წინააღმდეგ გოლებისა და ასისტების გარეშე დაიმსახურა ქება. ჰანსი ფლიკმაც კი დაიწყო ღიმილი.


სოსიედადის შანსები რთულად წარმოსადგენია. პელეგრინო მატარაცომ გუნდი ოდნავ გააცოცხლა, 4-4-2-ის ვარიაციები გამოიყენა და ცენტრი გადააწყო, თუმცა ეს მაინც ცოტაა. შესაძლოა კლასიკოს შემდეგი ემოციური ფონი იმოქმედოს, რადგან ტაქტიკურად ბარსელონას ჩავარდნის წინაპირობა მცირეა.


ორშაბათი, 19 იანვარი


სარისა და ფაბრეგასის კიდევ ერთი დუელი


მაურიციო სარის ლაციოში მეორე ეტაპი სწორედ კომოში გასვლით დაიწყო. სესკ ფაბრეგასმა გამოცდილ მწვრთნელს აჯობა და სატრანსფერო პასიურობის ფონზე გუნდის გარშემო ატმოსფერო კიდევ უფრო დაუმძიმა.


ლაციომ ტურბულენტობა მაინც გადალახა და ევროსაგზურებისთვის ბრძოლაშიც ჩაება, თუმცა სურათი კვლავ არადამაკმაყოფილებელია. თამაშის ხარისხი ისევ მოიკოჭლებს, ხოლო მატეო გენდუზისა და ვალენტინ კასტელიანოსის შესაძლო გაყიდვები სარის იდეების პოტენციალს კიდევ უფრო შეამცირებს.


კომოს ლიდერებთან უჭირს, თუმცა ფაბრეგასმა მყარი და სტაბილური გუნდი ააწყო, რომელიც ამ ეტაპზე ლაციოზე უფრო ორგანიზებულად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ პირობები სარისთვის სრულიად სხვაა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: თითქმის 4 წუთში ქულა ვერ ჩააგდეს - ტორონტომ კლიპერსთან მოგება ხელიდან გაუშვა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: თითქმის 4 წუთში ქულა ვერ ჩააგდეს - ტორონტომ კლიპერსთან მოგება ხელიდან გაუშვა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ბარსა კლასიკოში დიდი სხვაობით დამარცხდა - თოკომ ცვლილებიდან ითამაშა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ბარსა კლასიკოში დიდი სხვაობით დამარცხდა - თოკომ ცვლილებიდან ითამაშა
•კალათბურთი

კალათბურთი

სეტწაუგებლად 1/2 ფინალში - ფურცელაძე ჰურგადაში წარმატებით თამაშობს

•ქართული

ქართული

სეტწაუგებლად 1/2 ფინალში - ფურცელაძე ჰურგადაში წარმატებით თამაშობს
•ქართული

ქართული

რეალმა ფანებს ულტიმატუმი წაუყენა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

 რეალმა ფანებს ულტიმატუმი წაუყენა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

VIDEO: თითქმის 4 წუთში ქულა ვერ ჩააგდეს - ტორონტომ კლიპერსთან მოგება ხელიდან გაუშვა

News image

1 სთ წინ

VIDEO: ბარსა კლასიკოში დიდი სხვაობით დამარცხდა - თოკომ ცვლილებიდან ითამაშა

News image

1 სთ წინ

სეტწაუგებლად 1/2 ფინალში - ფურცელაძე ჰურგადაში წარმატებით თამაშობს

News image

1 სთ წინ

რეალმა ფანებს ულტიმატუმი წაუყენა

კომენტარები