მარგველაშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდა - გოლი და მოპოვებული პენალტი დაუფასდა
22 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გაგი მარგველაშვილი აშშ-ის რანგით მე-2 ლიგა USL Championship-ის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ოკლენდ რუთსის ქართველმა მცველმა ჩემპიონატის მე-2 ადგილოსან ნიუ მექსიკოსთან გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.
შედეგად, USL Championship-ის ოფიციალურმა საიტმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მასზე დაწერა:
"მარგველაშვილმა ჩემპიონატში სეზონის პირველი გოლი გაიტანა, რითაც ოკლენდისა და ნიუ მექსიკოს შორის ფრე, 3:3, 82-ე წუთზე გოლით დაადასტურა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მცველმა ასევე მოიპოვა პენალტი, პასების 91% ზუსტად შეასრულა, ექვსი დუელი მოიგო, ოთხი გრძელი პასი გააკეთა, ოთხჯერ ბურთი სახიფათო ზონიდან გამოიტანა და 4-ჯერაც მისი დაბრუნება შეძლო", - წერს ჩემპიონატის ოფიციალური საიტი ქართველზე.
28 წლის მარგველაშვილი კალიფორნიულ გუნდში 2024 წლის იანვარში გადავიდა - გასულ სეზონში 28 მატჩში 1 გოლი და 3 ასისტი ჰქონდა, წელს კი 21 შეხვედრა აქვს ჩატარებული და პირველი გოლი შეაგდო.
მისი გუნდი 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა - 29 ქულა აქვს და პლეი-ოფის ზონას 7 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ერთ-ერთ კონკურენტ და მასზე 1 ადგილით ზემოთ მყოფ ლექსინგტონს უმასპინძლებს.