16-წლამდე მოჭადრაკეებს შორის, თბილისის ღია ჩემპიონატი დასრულდა.
გათამაშება, შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა და მასში მონაწილეობა 79-მა სპორტსმენმა მიიღო. პრიზიორები ვაჟთა და გოგონათა თანრიგში გამოვლინდნენ.
გოგონებს შორის, ჩემპიონი გახდა ლიკა ჩხარტიშვილი, რომელმაც 6 ქულა მოაგროვა, ნატალი ასათიანი (5 ქულა) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ბარბარე ჭიოკაძე (5 ქულა) - ბრინჯაოსას.
ვაჟთა შორის საუკეთესო გიორგი ბექაურია (6 ქულა), მეორე ადგილი ალექსანდრე ღონღაძემ (6 ქულა) დაიკავა, მესამე პოზიციაზე ლუკა ქუნთელია (5.5 ქულა) გავიდა.