ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

მარკინიოსის საოცარი ჟესტი და განადგურებული გაბრიელი
ფეხბურთიფეხბურთი

მარკინიოსის საოცარი ჟესტი და განადგურებული გაბრიელი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბუდაპეშტში გამართული ჩემპიონთა ლიგის დრამატული ფინალის ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური მომენტი პარი სენ-ჟერმენის საჩემპიონო ზეიმს მიღმა დაფიქსირდა.


მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში, ლონდონის არსენალის მცველის, გაბრიელის გადამწყვეტი აცილების შემდეგ, პარიზელებმა ტიტულის დაცვა აღნიშნეს, თუმცა გამარჯვებულთა კაპიტანმა, მარკინიოსმა, სულ სხვაგვარად იმოქმედა.

ნაცვლად იმისა, რომ თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა, მარკინიოსი მოედანზე გაჩერდა, განადგურებულ გაბრიელთან გაიქცა და ბრაზილიის ნაკრებში თავისი მეწყვილე გულში ჩაიკრა. სანამ არსენალის ფეხბურთელები თანაგუნდელის სანუგეშებლად მივიდოდნენ, მარკინიოსი მას რამდენიმე წამის განმავლობაში ეხუტებოდა და ამხნევებდა.

მოგვიანებით, მადრიდის რეალის ყოფილი მცველისა და არსენალის ამჟამინდელი კაპიტნის, მარტინ ედეგორის მხრიდან ამ ჟესტს დიდი შეფასება მოჰყვა:

ის ნამდვილი ჯენტლმენია. მოედანზე ალბათ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი იყო, რომელსაც კარიერაში მსგავსი მომენტები ორივე მხრიდან გამოუცდია. უდიდეს პატივს ვცემ ამ ჟესტისთვის და ზოგადად იმისთვის, თუ როგორი პიროვნება და მოთამაშეა


ეს ემოციური მომენტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ სულ მალე, 11 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. მარკინიოსი და გაბრიელი კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების დაცვის ხაზის მთავარი საყრდენები იქნებიან და 12 ივნისს, მაროკოსთან მატჩით, მეექვსე ტიტულისთვის ბრძოლას ერთად დაიწყებენ.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ფინალი ლონდონელებისთვის იდეალურად დაიწყო - კაი ჰავერცმა მე-6 წუთზევე გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გერმანელი გახდა, ვისაც გოლი ორ სხვადასხვა ფინალში აქვს გატანილი. თუმცა, 65-ე წუთზე უსმან დემბელემ პენალტით გაათანაბრა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი პარიზელებმა 4:3 იმარჯვეს და ევროპის ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

არსენალი
ჩემპიონთა ლიგა
პსჟ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოქროს ბურთი 2026: კვარაცხელია ტოპ ათეულში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოქროს ბურთი 2026: კვარაცხელია ტოპ ათეულში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ქართველები მეომრები ვართ“ - კვარაცხელიამ ფინალის საიდუმლო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ქართველები მეომრები ვართ“ - კვარაცხელიამ ფინალის საიდუმლო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კიდევ ერთი რეკორდი: პსჟ-მ ფეხბურთის ისტორია გადაწერა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კიდევ ერთი რეკორდი: პსჟ-მ ფეხბურთის ისტორია გადაწერა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ დაარტყა გაბრიელმა? არტეტას განმარტება ფინალის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ დაარტყა გაბრიელმა? არტეტას განმარტება ფინალის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

ოქროს ბურთი 2026: კვარაცხელია ტოპ ათეულში

News image

38 წთ წინ

„ქართველები მეომრები ვართ“ - კვარაცხელიამ ფინალის საიდუმლო

News image

25 წთ წინ

კიდევ ერთი რეკორდი: პსჟ-მ ფეხბურთის ისტორია გადაწერა

News image

22 წთ წინ

რატომ დაარტყა გაბრიელმა? არტეტას განმარტება ფინალის შემდეგ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება